ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყება. აღნიშნულ საკითხზე სამინისტროს დავუკავშირდით:
"აგრესიული ტესტირება ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ასე შემდეგ, ანალიზის აღება სწრაფი ტესტის მეშვეობით მოხდება. თუმცა, ამის გამოყენება მაშინ დაგვჭირდება, თუ ქვეყანაში ვირუსის მეოთხეული გადაცემა დაფიქსირდება და ინფიცირების წყაროს ვეღარ დავადგენთ. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, მაგრამ დაწყებულია მოლაპარაკებები ტესტების შეძენაზე. ტესტის აღება იქნება ნებაყოფლობითი, მაგრამ ზუსტად
არ ვიცით, სად მოხდება."- ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში
მკითხველთა ნაწილი ასევე ინტერესდება იმითაც, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ საკარანტინე ზონიდან თვითიზოლაციაში გადასვლა. ამასთან დაკავშირებით, სამინისტროში აცხადებენ: გაგრძელება