რა უნდა მიირთვან 60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა ვირუსის პრევენციისთვის

რა უნდა მიირთვან 60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა ვირუსის პრევენციისთვის

ორგანიზმი რთული და ჩახლართული მექნიზმია, რომელიც ამ სირთულეში საათივით აწყობილი სისტემით მოქმედებს და იქ არანაირი დარღვევის ადგილი არ არის. ხშირად ამბობენ, ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ ჭკვიანიაო და არ შემიძლია, ამ მოსაზრებას არ დავეთანხმო. თავის ტკივილი, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა ან რაიმე მარტივი დარღვევა, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ, სინამდვილეში მაფრთხილებელი სიგნალია. იქნებ იმიტომ გტკივათ თავი, რომ დღის განმავლობაში საკმარის წყალს არ სვამთ და იმიტომ გცვივათ თმები, რომ გაზაფულია და ორგანიზმი კალცის ნაკლებობას განცდის? როდესაც მექანიზმში ერთი ხრახნი
ეშვება, ის მთლიანობას კარგავს. ამიტომ საჭიროა, ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ ყველა ფარულ ნიშანს დავუკვირდეთ და ჩვენს სხეულს ყოველდღე ვუსმინოთ.

ადამიანი წლების მატებასთან ერთად სხვადასხვა სახის ცვლილებას განიცდის. 40 წლის შემდეგ კანი ნელ-ნელა ჭკნობისკენ მიდის, 60 წლის შემდეგ კი ორგანიზმიდან მარტივად გამოდის კალცი და სხვა საჭირო მინერალები. ასევე ნელ-ნელა სუსტდება იმუნიტეტი და დაავადებებთან გამკლავებაც უფრო რთული ხდება.
გაზაფხული ვირუსების პერიოდია, მით უმეტეს, ახლა. მსოფლიო კორონავირუსის საფრთხის წინაშე დგას და ვირუსთან საბრძოლველად სწორი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ძლიერი იმუნიტეტი ერთ-ერთი მთავარი იარაღია.



ნახეთ, რა შეიძლება მიირთვან 60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კორონავირუსის პრევენციისთვის.

  1. ალბათ, ხშრად გესმით, რომ ხილი მეტად სასარგებლოა. ეს უტყუარი მტკიცებულებაა და ამას მეცნიერული კვლევებიც ადასტურებს. თუ გსურთ, რომ ორგანიზმი ვირუსს მომზადებული დახვდეს, მაშინ ფორთოხალი, კივი, ვაშლი და ასკილი მიირთვით, სადაც ბევრი C ვიტამინია. ასევე, ხილში დიდი რაოდენობით არის პექტინები, რომლებიც კარგად ააქტიურებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ორგანიზმს სიჯანსაღეს მატებენ.
  2. ვირუსის პრევენციისთვის აუცილებლად დაგეხმარებათ ბოსტნეული. მიირთვით ბროკოლი, სტაფილო. ბოსტნეული B ვიტამინს შეიცავს, რომელიც უძილობისა და თავის ტკივილის დამარცხებაშიც დაგეხმარებათ.
  3. არ გამოგვრჩეს ბურღულეული. 60 წელს გადაცილებულ ორგანიზმს ვირუსის პრევენციისთვის ნოყიერი და ვიტამინებით გაჯერებული კვება სჭირდება. შვრია, წიწიბურა და სხვადასხვა სახის ბურღულეული საჭირო ენერგიის მოკრებაში დაგეხმარებათ.
  4. თხილი, ნიგოზი და ნუში აუცილებელი პროდუქტებია. ამ პროდუქტებში თითქმის ყველა B ჯგუფის ვიტამინი შედის, რომელიც ქსოვილების რეგენერაციას და იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს.
  5. დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღეთ რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, რძე, მაწონი და ასევე, კვერცხი. მათში დიდი რაოდენობით შედის კალცი, რომელიც ძვლის სიმყიფეზეა პასუხისმგებელი. რძის პროდუქტებიდან შეიყვარეთ მაწონი. მასში უამრავი ბუნებრივი ბაქტერიაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისა და ნაწლავების სწორი მუშაობისთვის.
  6. ბოლო და უმთავრესი პროდუქტი მყარი იმუნიტეტისთვის ცილოვანი საკვებია, ცილას კი ხორცი შეიცავს. მიირთვით ქათმის ხორცი, თევზი და უჯრედისთვის საჭირო საშენი მასალა მოიმარაგეთ.
  7. სადილისას, სულ მცირე, ულუფა ხორცი, ცოტა ბოსტნეული და ყველი - ის საჭირო მარაგია, რაც 60 წელს გადაცილებულ ორგანიზმს სჭირდება. გადაანაწილეთ ეს მითითებები კვირის განმავლობაში და ორგანიზმს ცვლილებებსა და სიჯანსაღეს მალევე შეატყობთ.


ელენე მეტრეველი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93