თუ, მოულოდნელად, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაკარგეთ, თქვენ, შესაძლოა, კორონავირუსით იყოთ ინფიცირებული, თანაც, ისე, რომ ვირუსის გავრცელებული სიმპტომები - ხველება და მაღალი ტემპერატურა არ გქონდეთ.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის წამყვან რინოლოგებზე დაყრდნობით Busines Insider-ი წერს.
რინოლოგების ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით მესამედმა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგა. ამ მოვლენას მედიცინაში ანოსმიას ან ჰიპოსმიას უწოდებენ.
აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ თავიანთი კვლევის დასკვნაში ბრიტანეთის რინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კლერ ჰოპკინსი და ბრიტანეთის ოტორინო-ლარინგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნირმალ კუმარი.
პროფესორების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა დიდ ნაწილს ვირუსის საწყის ეტაპზე მხოლოდ ყნოსვისა და გემოს დაკარგვის სიმპტომი აქვთ, მაგრამ ვინაიდან ეს აქამდე არ ითვლებოდა ვირუსის მიმანიშნებელ სიმპტომებად, ასეთი ადამიანები არ იყვნენ იზოლირებულნი. ამიტომაც ექიმები მათ ვირუსის "ფარულ გამავრცელებლებს“ უწოდებენ.
გაგრძელება