ექსპრეს-დიეტა, რომელსაც ჰოლივუდელი ლამაზმანები და მოდელები მიმართავენ, ხშირად Intermittent Fasting-ის სახელით არის ცნობილი.
ცნობილი ჟურნალის, Vogue-ს კორესპონდენტი გვიზიარებს თავის აღმოჩენას გაუთავებელი დიეტებისა და ვარჯიშების შემდეგ.
„რაც ჩემი თავი მახსოვს, ყოველთვის მინდოდა მემუშავა მოდელად, თუმცა ამის ნაცვლად მუდამ წონასთან ბრძოლა მიწევდა. ზოგჯერ 6-ის მერე არ ვჭამდი, ზოგჯერ ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, ვიცავდი დუკანის დიეტას და ახლად დაწურული ხილის დეტოქსს ვიწყობდი. იყო ჰიპნოზიც და დიეტაც ერთდროულად, რომელიც მე თვითონ გამოვიგონე: კვირაში 5 დღე მხოლოდ წიწიბურას მივირთმევდი, ხოლო დასვენების დღეებში ტკბილეულს ისეთი რაოდენობით მივირთმევდი, რომ ბოლოს კუჭი მტკიოდა. რთული წარმოსადგენი არ არის, სულ მალე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ფსიქოლოგთან მისვლაც კი მომიწია. სულ ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში გადმოვედი საცხოვრებლად, სადაც, როგორც ცნობილია, ახალი ტრენდი ჩამოყალიბდა ჯანსაღი ცხოვრების წესებზე და საკმაოდ წარმატებით ყვავის კიდეც: ყველა მხოლოდ ამ თემაზე საუბრობს. ამ ბოლო დროს კი ყველაზე ხშირად ინტერვალურ შიმშილს, ანუ „ფასტინგს“ განიხილავენ.
მის პოპულარიზატორს მაიკლ მოსლის, ცნობილი დიეტით „5:2“ და წიგნით „ჭკვიანი ნაწლავები“ რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა დიაბეტი მეორე კატეგორიის და იმის ნაცვლად, რომ ინსულინზე დამოკიდებული გამხდარიყო, გადაწყვიტა დაავადების სიმპტომების გარკვევა და მივიდა „ფასტინგის“ სისტემამდე. ყოველდღიურად ცდიდა 16-საათიან შიმშილს. დიეტოლოგმა მოკლე დროში შეაჩერა დაავადების გავრცელება, დაიკლო 10 კგ და მოიცილა ვისცერალური, ყველაზე ჯიუტი ცხიმის ფენა.
„ფასტინგის“ მეშვეობით დაიკლო მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმაც ახალი კინოროლისთვის. დღეს ამ კვების სისტემას იცავს ჰოლივუდის თითქმის ყველა მცხოვრები. წონის დაკარგვის გარდა, დიეტა იძლევა სამკურნალო ეფექტსაც. 2016 წელს მოლეკულარულმა ბიოლოგმა ესინორი ოსუმიმ მიიღო ნობელის პრემია კატეგორიაში „ფიზიოლოგია და მედიცინა“ „ატოფაგიის მექანიზმების აღმოჩენა“. იაპონელმა დაამტკიცა, რომ შიმშილის დროს, რომელიც 12 საათზე მეტხანს გრძელდება, უჯრედები თვითწმენდას იწყებს, ახალგაზრდავდება და განახლებას ექვემდებარება. შედეგად კარგავთ ზედმეტ წონას, მოგიწესრიგდებათ ძილის რეჟიმი, ჰორმონალური ფონი და განწყობა.
ნობელის მეცნიერს, რთულია, არ დაუჯეროთ. ამიტომ გადმოვიწერე მობილური აპლიკაცია Zero, რომელიც ბიოჰაკერმა კალიფორნიიდან, პროფესორმა სატჩი პანდამ შეიმუშავა. მე, როგორც მილენიალს, ნებისმიერი საქმე მიმარტივდება, თუკი სპეციალური პროგრამით იქნება ახსნილი. ამ აპლიკაციით სარგებლობა მარტივია, როგორც ყველაფერი გენიალური. ეს არის ჩვეულებრივი ტაიმერი სასიამოვნო ფერებში გადაწყვეტილი, რომელიც Start Fasting-ის ღილაკის დაჭერის შემდეგ თვლის დროს შემდეგ კვებამდე. დაელოდეთ შეტყობინებას. აპლიკაციაში არის ორი რეჟიმი: თორმეტსაათიანი ახალბედებისთვის და თექვსმეტსაათიანი პროფესიონალებისთვის - ბოლო ვარიანტი საუკეთესო შედეგს ყველაზე ხანმოკლე დროში მიგაღწევინებთ. რვა საათში, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ იკვებოთ, უნდა მოასწროთ საკვების სამჯერ მიღება. საერთო კალორაჟი არ უნდა აღემატებოდეს ინდივიდუალურ დღიურ ნორმას (ჩემს შემთხვევაში 1360 კილოკალორიაა) და უმჯობესია კვება იყოს დაბალნახშირწყლოვანი.
როგორც წესი, დილით არ მინდა საკვების მიღება თექვსმეტსაათიანი „ფასტინგის“ შემდეგაც კი. ამიტომ დილას კაპუჩინოთი, ნუშის ან ქოქოსის რძით ვიწყებ. თუკი მომშივდება, დილის ვარჯიშის შემდეგ ბერძნულ იოგურტს მივირთმევ. ჩემი საკვების მიღების ყველაზე დიდი დრო - ეს არის სადილი. მივირთმევ საკმაოდ დიდ თეფშ სალათას, თევზს ან ქათამს ბოსტნეულთან ერთად გრილზე მომზადებული გარნირად. თუკი ძალიან მინდა, ჰამბურგერსაც და პიცასაც მივირთმევ. ჩემი სტანდარტული ვახშამი კინოა ბოსტნეულით და ინდაურით გრილზე, ან სუში. კვებას ვასრულებ საღამოს 5 საათზე. აპლიკაციის შემქმნელი ამბობს, რომ ეს საუკეთესო განრიგია.
ვარჯიში - აუცილებელი პუნქტია. შეარჩიეთ თქვენი შესაფერისი სავარჯიშოები. როგორც არ უნდა იკვებოთ სწორად, კუნთების დატვირთვის გარეშე ვერ მიიღებთ ლამაზ შედეგს. რამდენიმე კილოგრამის მოცილების შემდეგ პილატესის ვარჯიშებზე დავიწყე სიარული Hot Pilates-ში, რომელსაც სელენა გომესი და ემა რობერტსიც ესწრებიან. საცეკვაო კარდიოვარჯიშები Body by Simone-ში, დარბაზის მფლობელი სიმონ დე ლა რუ ავარჯიშებს ტოპ მოდელ როზი ჰანტინგტონ-უათლისა და ჯენიფერ გარნერს.
„ფასტინგით“ ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მსუბუქი: აღარ ვნერვიულობ, რა უნდა მივირთვა ყოველდღიურად. სპეციალურად არ ავიწონე, ფსიქოლოგიურ ხაფანგში რომ არ მოვქცეულიყავი, როცა არასასურველ ციფრებს ხედავ სასწორზე. ოთხი თვის შემდეგ ჯინსების ზომა 40-დან 36-მდე შემცირდა, სხეულზე გამონაყარიც ამილაგდა, ცელულიტიც გაქრა. ასეთი აღნაგობის თინეიჯერობის დროსაც არ ვყოფილვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის უბრალოდ კვების რეჟიმი კი არა, ცხოვრების სტილი გახდა.
წყარო