დარჩით სახლში და მკაცრად დაიცავით ჰიგიენური ნორმები - ეს არის მთავარი მითითება, რასაც ექიმები იძლევიან კორონავირუსისგან დაინფიცირებისგან თავის ასარიდებლად. არსებულ სიტუაციაში ყველაზე მეტი ყურადღება მშობლებს შვილებზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი კითხვებით ცნობილ პედიატრს, ბესო ზენაიშვილს მივმართეთ.
- ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. იგი მიეკუთვნება ნიდოვირუსების ოჯახს. რნმ შემცველი ვირუსია. სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირზე გვირვინისმაგვარი წანაზარდების გამო. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს და იწვევს სასუნთქი სისტემის დაავადებებს. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთში, ქალაქ უხანში და მას ოფიციალურად ეწოდა "კორონავირუსის დაავადება 2019", ანუ ვირუსი COVID-19. ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი" (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-14 დღე. ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.
- საბედნიეროდ, ახალი კორონავირუსული დაავადება, ანუ COVID-19 იშვიათად გვხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა მთელ მსოფლიოში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, მათ შორის, საქართველოში 4 შემთხვევა, რომელიც ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ან ასიმპტომურად. ძნელი სათქმელია, თუ რატომ ხდება ასე. ამის შესახებ მედიცინაში მტკიცებულებები არასაკმარისია. არსებობს თეორიული ვარაუდი, რომ იმუნიზირებულ ბავშვებში, კერძოდ, წითელა-წითურას ანტისხეულები იწვევს ჯვარედინ დამცველობით იმუნიტეტს.
- ეს ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე ან ორსულებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია.COVID-19 ბავშვთა ასაკში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თუმცა მათ შეიძლება შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ინფექციის გავრცელებაში. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის პრობლემები, უფრო მძიმე შემთხვევაში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ატიპური პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მძიმე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
- იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი მედიკამენტოზური საშუალებები მედიცინაში არ არსებობს. ძირითადად, იმუნური სისტემის ასამაღლებლად რეკომენდებულია სწორი, ბალანსირებული, ადეკვატური კვება, სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი და მშვიდი, რეგულარული ძილის ბიოლოგიური რიტმი.
- ზოგადად, კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ასაკში. კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ადრეულ ასაკში არარაციონალური კვება იწვევს ისეთ დარღვევებს, რომლებიც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, არა მხოლოდ ბავშვობის, არამედ მოზარდობისა და მოზრდილობის პერიოდშიც. კერძოდ, ფერხდება ზრდის პროცესი, გონებრივი, ინტელექტუალური და მოტორული განვითარება. იზრდება მოზრდილობის ასაკში ქრონიკული დაავადებების განვითარების ალბათობა. სწორი, ბალანსირებული, რაციონალური კვება, ასაკის შესაბამისი საკვები ინგრედიენტების გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. წაიკითხეთ სრულად