ნივთები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ნივთები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ


კოვიდ-19-მა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და უკვე პანდემიად იწოდება, მილიონობით კომპანია გააჩერა და მოქალაქეები აიძულა, სახლში დარჩენილიყვნენ. ბევრი ჩვენგანი სწორედ სახლში დარჩენით ებრძვის პანდემიას.

სახლში დარჩენით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვების უსაფრთხოებსაც უზრუნველვყოფთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახიდან ერთ წევრს მაინც მოუწევს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ გარეთ გასვლა და პროდუქტების შეძენა. გარეთ გასვლისას კი უსაფრთხოების ზომების დაცვა უპირველესი მოვალეობაა.
იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ სახლშიც და მაშინაც, როდესაც აუცილებელი საჭიროებების გამო გარეთ გავდივართ, აუცილებელია
სახლში ყველა ის საჭირო ნივთი გვქონდეს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დროს გამოგვადგება.

მრავალჯერადი გამოყენების პირბადე


პირბადეების გამოყენება მიზანშეწონილია ქუჩაშიც და სახლშიც, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ და არ გსურთ, ოჯახის წევრებს რამე გადასდოთ. ვინაიდან მსოფლიოში ერთჯერადი პირბადეების დეფიციტია, არჩევანი შეაჩერეთ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეზე, რომლის გარეცხვა და ხელმეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დიდი არჩევანია საიტზე www.ebg.ge, სადაც შეკვეთის შემდეგ სასურველ ნივთს სახლში მოგიტანენ. შესაბამისად, გარეთ გასვლასაც აირიდებთ თავიდან.

ხელის ანტიბაქტერიული ხსნარი

მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, ხელების დაბანის გარდა, აუცილებელია ანტიბაქტერიული ხსნარის გამოყენებაც, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 60-70%-ია. ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება აუცილებელია, როდესაც სახლიდან გადიხართ და მაშინაც კი, თუ საერთოდ არავისთან არ გექნებათ კონტაქტი, რადგან ვირუსის დროს უსულო საგნებიც ძალიან საშიშია. როგორც ექსპერტები ასკვნიან, ვირუსები სხვადასხვა სახის უსულო საგანზე 4-72 საათის განმავლობაში რჩება. შესაბამისად, მიზანშეწონილია ხელების ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავება.

ერთჯერადი ხელთათმანები


ხელები ორმაგად დაცული იქნება, თუკი გარეთ გასვლისას ერთჯერად ხელთათმანებსაც გამოიყენებთ. ისინი კარგად ფარავს ხელებს. ნებისმიერ ზედაპირს თავისუფლად შეეხებით და არც მაღაზიის კარის გაღების შეგეშინდებათ. ვინაიდან ხელთათმანები ერთჯერადია, მათი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ, უმჯობესია, მათი გარკვეული მარაგი გქონდეთ.

უკონტაქტო თერმომეტრი


პანდემიის დროს, როდესაც უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება, იზრდება ნერვული აშლილობების რისკი. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ჰგონიათ, თითქოს, მაღალი ტემპერატურა აქვთ და თავს სუსტად გრძნობენ, მაგრამ ტემპერატურას იზომავენ და აღმოჩნდება, რომ სიცხე არ აქვთ. აქედან გამომდინარე, სანამ ექიმს გამოიძახებდეთ, არ განერვიულდეთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პირველ ყოვლისა, თავად გაიზომეთ სიცხე. ასე რომ, მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი უკონტაქტო თერმომეტრი იმ საჭირო ნივთების ჩამონათვალში შედის, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

სამედიცინო ჩანთა



ყველა ნივთსა თუ მედიკამენტს, რომელსაც იყენებთ, ერთად მოუყარეთ თავი და სამედიცინო ჩანთასა თუ ყუთში მოათავსეთ. საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ გვირჩევს, აუცილებლად ვიქონიოთ ისეთი პირველადი დახმარების ნივთები, როგორებიცაა: სამედიცინო ხელთათმანები, პლასტირები, სახვევები, ელასტიკური დოლბანდი, პინცეტი და სხვ.
ასევე, დარწმუნდით, რომ ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი მარაგი გაქვთ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად გვაფრთხილებს, დაცემინებისა თუ ხველების დროს ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი და არავითარ შემთხვევაში - ხელისგული.
დაბოლოს, თუკი გსურთ ყველა საჭირო ნივთი თავისი ჩანთით მარტივად და სწრაფად შეიძინოთ, მაშინ უნივერსალურ სამედიცინო ჩანთას გირჩევთ, რომელიც ეფექტურია ვირუსისგან თავის დასაცავად და 217 ნივთს აერთიანებს. ესენია: დამცავი კომბინეზონი, პირველადი დახმარების ნივთები, ბახილები, დამცავი სათვალე, ხელთათმანები და სხვა 200-ზე მეტი პროდუქტი.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93