კოვიდ-19-მა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და უკვე პანდემიად იწოდება, მილიონობით კომპანია გააჩერა და მოქალაქეები აიძულა, სახლში დარჩენილიყვნენ. ბევრი ჩვენგანი სწორედ სახლში დარჩენით ებრძვის პანდემიას.
სახლში დარჩენით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვების უსაფრთხოებსაც უზრუნველვყოფთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახიდან ერთ წევრს მაინც მოუწევს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ გარეთ გასვლა და პროდუქტების შეძენა. გარეთ გასვლისას კი უსაფრთხოების ზომების დაცვა უპირველესი მოვალეობაა.
იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ სახლშიც და მაშინაც, როდესაც აუცილებელი საჭიროებების გამო გარეთ გავდივართ, აუცილებელია სახლში ყველა ის საჭირო ნივთი გვქონდეს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დროს გამოგვადგება.
პირბადეების გამოყენება მიზანშეწონილია ქუჩაშიც და სახლშიც, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ და არ გსურთ, ოჯახის წევრებს რამე გადასდოთ. ვინაიდან მსოფლიოში ერთჯერადი პირბადეების დეფიციტია, არჩევანი შეაჩერეთ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეზე, რომლის გარეცხვა და ხელმეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დიდი არჩევანია საიტზე www.ebg.ge, სადაც შეკვეთის შემდეგ სასურველ ნივთს სახლში მოგიტანენ. შესაბამისად, გარეთ გასვლასაც აირიდებთ თავიდან.
ხელები ორმაგად დაცული იქნება, თუკი გარეთ გასვლისას ერთჯერად ხელთათმანებსაც გამოიყენებთ. ისინი კარგად ფარავს ხელებს. ნებისმიერ ზედაპირს თავისუფლად შეეხებით და არც მაღაზიის კარის გაღების შეგეშინდებათ. ვინაიდან ხელთათმანები ერთჯერადია, მათი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ, უმჯობესია, მათი გარკვეული მარაგი გქონდეთ.
პანდემიის დროს, როდესაც უამრავი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება, იზრდება ნერვული აშლილობების რისკი. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ჰგონიათ, თითქოს, მაღალი ტემპერატურა აქვთ და თავს სუსტად გრძნობენ, მაგრამ ტემპერატურას იზომავენ და აღმოჩნდება, რომ სიცხე არ აქვთ. აქედან გამომდინარე, სანამ ექიმს გამოიძახებდეთ, არ განერვიულდეთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პირველ ყოვლისა, თავად გაიზომეთ სიცხე. ასე რომ, მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი უკონტაქტო თერმომეტრი იმ საჭირო ნივთების ჩამონათვალში შედის, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ.
ყველა ნივთსა თუ მედიკამენტს, რომელსაც იყენებთ, ერთად მოუყარეთ თავი და სამედიცინო ჩანთასა თუ ყუთში მოათავსეთ. საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ გვირჩევს, აუცილებლად ვიქონიოთ ისეთი პირველადი დახმარების ნივთები, როგორებიცაა: სამედიცინო ხელთათმანები, პლასტირები, სახვევები, ელასტიკური დოლბანდი, პინცეტი და სხვ.
ასევე, დარწმუნდით, რომ ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი მარაგი გაქვთ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად გვაფრთხილებს, დაცემინებისა თუ ხველების დროს ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი და არავითარ შემთხვევაში - ხელისგული.
დაბოლოს, თუკი გსურთ ყველა საჭირო ნივთი თავისი ჩანთით მარტივად და სწრაფად შეიძინოთ, მაშინ უნივერსალურ სამედიცინო ჩანთას გირჩევთ, რომელიც ეფექტურია ვირუსისგან თავის დასაცავად და 217 ნივთს აერთიანებს. ესენია: დამცავი კომბინეზონი, პირველადი დახმარების ნივთები, ბახილები, დამცავი სათვალე, ხელთათმანები და სხვა 200-ზე მეტი პროდუქტი.