გთავაზობთ 5 ყველაზე საშიშ ვირუსს, რომლებმაც მსოფლიოს დიდი დანაკარგი მოუტანა.
ღორის გრიპი - 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ
გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური, ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას “ღორის გრიპის” სახელი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალება სეზონური გრიპის ვაქცინით აცრაა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე. ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა.
ყვავილი — მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც მსოფლიომ 1977 წელს საბოლოოდ დაამარცხა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ადამიანთა 30%-ზე მეტი, რომელთაც ყვავილი შეხვდათ, გარდაიცვალა. დაავადებას მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს. მოიაზრებენ, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან და ინდოეთში ის ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტხანს დაჰყო. მე-19-მე-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და ის სამუდამოდ გაანადგურეს. მაშასადამე, ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.
გაგრძელება