7 ყველაზე ეფექტური საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად - Marao

7 ყველაზე ეფექტური საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

2020-11-27 11:29:12+04:00


ბიოდანამატები და კარგი ძილი, სწორი კვება და ალკოჰოლზე უარის თქმა - ეს ყველაფერი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად ორგანიზმისთვის ყველაზე ეფექტური საშუალებებია.

7 способов укрепить иммунитет — Teletype

ანტიოქსიდანტები საკვებში

  • C ვიტამინი ყოველთვის იქნება სიის სათავეში ვირუსებთან და გაციებასთან საბრძოლველად, მაგრამ ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემას საკმაოდ კარგ დახმარებას უწევენ. მათი მეშვეობით ნაკლები უჯრედი კვდება და სწორედ ეს აძლევს საშუალებას, ებრძოლოს ინფექციას. ანტიოქსიდანტები ასევე საკვანძო როლს თამაშობს დაზიანებული დნმ-ის აღდგენისას და სხეულში პროცესების რეგენერაციისას. თუკი თავისუფალი რადიკალები უჯრედებში ანთებით რეაქციას უწყობს ხელს, ანტიოქსიდანტები მათ ანეიტრალებს და ამცირებს ანთებით პროცესს. ანტიოქსიდანტის მთავარი წყარო - საკვებია, რომელიც კენკროვანების, შავი შოკოლადის, არტიშოკის, ყავის, ლობიოს, მწვანე ჩაის, ვაშლის, პომიდვრის, მწვანე ბოსტნეულისა და ცხიმიანი თევზის სახით უნდა მივიღოთ.

5 способов укрепить иммунитет

ნიორი

  • ძველი მეთოდებით დამზადებული წამლები დაავადების საწინააღმდეგო ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი საშუალება სწორედ ნიორია. ტყუილად არ მოიხსენიებენ მას სუპერფუდის სახელწოდებით. მის შემადგენლობაში არსებული ალიცინი ანტიბაქტერიული საშუალების შემცველობით გამოირჩევა, რაც ინფექციის და დაავადების ხელისშემშლელი კომპონენტია. ალიცინს მინიმუმამდე დაჰყავს ანთებითი პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნურ სისტემას მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობაში უწყობს ხელს. ამის შესახებ კვლევაც გამოქვეყნდა შემეცნებით ჟურნალში Journal of Immunology Research. ჩვენ კი გირჩევთ, საკვების მომზადებისას დაამატოთ თითო კბილი ნიორი.

7 Benefits of Garlic | GNATIOÑS

ჯანსაღი ნაწლავები

  • იმუნოციტების 70% სწორედ ნაწლავების კედლებზეა განთავსებული. ამიტომ ძლიერი და ჯანმრთელი ნაწლავები - ორგანიზმის სწორი ფუნქციონირების გასაღებია. საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა სხეულს აძლევს საშუალებას, მოიშოროს გვერდითი ტოქსინები. არ დაგავიწყდეთ პრებიოტიკების და პრობიოტიკების საკვებში დანამატის სახით მიღება.

Без чеснока и лука: 7 способов укрепить иммунитет — Klevo.Net

მუდმივი მოძრაობა

  • კვლევებმა, რომლებიც შემეცნებით ჟურნალ Medicine & Science in Sports & Exercise-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ რეგულარული სეირნობა აქტიურ ტემპში სისხლის ცირკულაციას ხელს უწყობს. ეს კი პათოგენის დამარცხებისათვის აუცილებელი პირობაა. მსგავსი კარგი შედეგით გამოირჩევა რეგულარული ძალისმიერი ვარჯიშები, ვინაიდან ამ დროს ხდება სხეულის ტემეპრატურისა და პულსის მატება, რაც ბაქტერიებთან ბრძოლის მნიშნელოვანი კომპონენტია. ნებისმიერი მაღალინტენსიური ვარჯიშიდან 75 წუთის შემდეგ ჰორმონების „აფეთქება“ ხდება, რამაც იმუნური სისტემის დაშლა შესაძლოა გამოიწვიოს. ამიტომ ბალანსი დაბალ და მაღალ ინტენსივობას შორის - წარმატების გასაღებია.

Benefits of Running in the Morning that You should Know

ჯანსაღი ღამის ძილი

  • ძილის აუცილებლობაზე არაერთი მკვლევარი, მეცნიერი საუბრობს. იმუნურ სისტემაზე დადებით გავლენას სწორედ ჯანსაღი ღამის ძილი ახდენს. Pflügers Archiv – European Journal of Physiology ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ჯანსაღი ძილი ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამომუშავებაში უწყობს ხელს ორგანიზმს. სწორედ ასე ვზრდით ბაქტერიებთან ბრძოლის უხილავ ბარიერს.

Before you doze off: Sleeping more than 11 hours or less than 4 ...

ნაკლები ალკოჰოლი

  • ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი რომ დაშალოთ მაკროელემენტებად, ნახავთ, რომ ეს სუფთა შაქარია. შაქრის გამოყენება ალკოჰოლის სახით ორგანიზმს უგდებს ვირუსებთან ბრძოლის უნარს. მისი ხშირი გამოყენება იმუნოციტების ფუნქციონირებას საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ შეარჩიეთ დაბალალკოჰოლური სასმელები და აუცილებლად მიღების შემდეგ არ დაგავიწყდეთ სასმელი წყლის მიღება.

Как быстро повысить иммунитет и победить коронавирус: 8 способов ...

ყველაზე აუცილებელი ბიოდანამატები

  1. D ვიტამინი: ხელს უწყობს ჩონჩხის სიჯანსაღის შენარჩუნებას და კალციუმის ათვისებაში აუცილებელ როლს თამაშობს.
  2. გლუტამინი: ამინომჟავა, რომელიც ნაწლავის და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს, აგრეთვე, უჯრედების რეგენერაციის პროცესს ამარტივებს.
  3. C ვიტამინი: თუკი მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, ეს შესაძლოა ამ ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული - მისი მიღება დაგიბრუნებთ ძალებს.
  4. თუთია - ფარული გმირი. თუთია უწყობს T უჯრედის აქტივაციას, რომელიც იმუნური სისტემის გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ამ ბიოდანამატის მიღებით თავიდან აირიდებთ გაციებისა და სურდოს სიმპტომებს.
  5. ექინაცეა: ეს მცენარე ანტივირუსული და ანტიმიკრობული საშუალების შემცველობით გამოირჩება. მისი მიღება ნაყენის სახით არის რეკომენდებული. ექინაცეა ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, გამოირჩევა ადაპტოგენური ეფექტით, ანუ აძლევს ორგანიზმს წინააღმდეგის გაწევის საშუალებას მავნე ბაქტერიების მოქმედებისას.
8 способов повысить иммунитет. Только это и работает - Лайфхакер

წყარო