საკარანტინე მენიუ: 10 ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ყოველთვის უნდა გქონდეთ სახლში

საკარანტინე მენიუ: 10 ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ყოველთვის უნდა გქონდეთ სახლში
ყველაზე ეფექტური და საპასუხისმგებლო ქმედება დღესდღეობით საკუთარი თავის იზოლირებაა თქვენივე და სხვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ჩვენ კი გიზიარებთ, რა უნდა მოიმარაგოთ სახლში ჯანმრთელობისა და ლამაზი სხეულის შენარჩუნებისთვის.
1, 2, 3 healthy food' campaign initiated in Iran - Tehran Times
ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია ნაწილობრივ იმაზე, თუ რას მივირთმევთ. მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია სწორი კვება. რომელი პროდუქტები იცავს ჩვენს ორგანიზმს სინამდვილეში და რა უნდა შევინახოთ მაცივარში?
Healthy Diet Reduces Depression Symptoms | Asharq AL-awsat

კვერცხი

  • ცილების უნივერსალური წყარო, D ვიტამინისა და სასარგებლო ქოლესტერინის საბადო. კვერცხი მშვენიერი საუზმეა, რომელიც დიდხანს დანაყრების შეგრძნებას შეგინარჩუნებთ, უწყობს ხელს გულისა და სისხლის
    მიმოქცევის გამართულად ფუნქციონირებას.

თევზი

  • არამარტო ძვირად ღირებული სახეობებია ცხიმის მაღალი შემცველობის, ყველაზე ხელმისაწვდომი თევზის სახეობაც კი საკმარისად გაჯერებულია ომეგა-3-ის მჟავით, სასარგებლო ცილებით, რომელიც არა მარტო ნაყროვანების შეგრძნებას ზრდის, არამედ გვეხმარება სისხლში შაქრის საჭირო რაოდენობის შენარჩუნებაში.

რძის პროდუქტები

  • თუკი ლაქტოზაზე ალერგიულები არ ხართ, მაშინ თამამად მოიმარაგეთ რძე, ყველი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები. რძის პროდუქტები გვეხმარება კალციუმის და D ვიტამინის აღდგენაში, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფლორის მოქმედებას და გვიცავს ინსულტისა და ინფარქტისგან - განსაკუთრებით, ყველი და იოგურტი. თუმცა ამ უკანასკნელის შერჩევისას დააკვირდით, რომ იყოს შაქრისა და ხილის დანამატების გარეშე.

ნიგოზი

  • ცილების უზარმაზარი საბადო, რომელიც გულისთვის საკმაოდ სასარგებლოა, შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს, რაც გულის სწორად მოქმედებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

შვრია

  • გვეხმარება სისხლში შაქრის ნორმის რეგულირებაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ ფუნქციონირებას. აუცილებლად მოიმარაგეთ და დილაობით გაინებივრეთ თავი „სამეფო ფაფებით“ კვირაში 2-3-ჯერ მაინც.

მარცვლეული

  • ლობიო, ბარდა, ფეტვი - შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ვიტამინებსა და მინერალებს, რომელიც ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. ამასთანავე, ნაყროვანების შეგრძნებას ზრდის და შედეგად, დიდხანს აღარ გინდებათ საკვების მიღება.

ხილის ჩირი

  • როცა სახლში გიწევს ჯდომა და მუშაობა, უფრო მეტ საკვებს იღებ. შესაბამისად, გამუდმებით ტკბილისკენ იწევ სტრესის დონის შესამსუბუქებლად და ენერგიის აღსადგენად. ტკბილეულის მიღება კი პირდაპირ აისახება წონაზე. ამიტომ ხილის ჩირი იდეალური გადაწყვეტილებაა, ამავდროულად, სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს.

ვაშლი და მსხალი

  • ხილი აუცილებელი ინგრედიენტია ჯანსაღი კვების რაციონისთვის. თუმცა არჩევანის გაკეთება ყველაზე სასარგებლო ხილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვაშლი და მსხალია. მათ სარგებლობაზე არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ. ისინი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ცხიმის კლებას აქტიურად უწყობს ხელს.

ზეითუნის ზეთი

  • ქოლესტერინის საკმარისი დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია სასარგებლო ცხიმებით გაჯერებული პროდუქტი. სწორედ ასეთია ზეითუნის ზეთი, რომელიც ომეგა-3-ს  შეიცავს. საკმარისია დღეში 2 კოვზი საკვებში დამატება. აუცილებელია შეინახოთ მაცივარში.

Как отличить поддельное оливковое масло от настоящего? - 34 телеканал

ჯანსაღი ბოსტნეული

  • ყაბაყი, ბადრიჯანი, ბოლოკი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული აუცილებლად უნდა მიიღოთ ყოველდღიურად. რაც მთავარია, შეზღუდვა არ გაქვთ მათ მიღებაზე. მიიღეთ ხშირად და იყავით ჯანმრთელები!
Ученые назвали продукты, снимающие стресс и тревогу
თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ ბოსტნეულს?

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93