ვირუსი არაუჯრედული ინფექციური აგენტია. არის თუ არა ის ცოცხალი ორგანიზმი, ამაზე ცალსახა პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია ექვსი ათასი ვირუსი, მაგრამ სინამდვილეში არსებობს რამდენიმე მილიონი. ვირუსები არ ჰგვანან ერთმანეთს. შეიძლება ჰქონდეთ სფეროს, სპირალის და რთული ასიმეტრიული კვანძის ფორმა. ზომები იცვლება დიამეტრით 20-დან 300 ნანომეტრამდე. განსხვავებულია ნუკლეინის მჟავების ჯაჭვების რაოდენობითაც.
ვირუსები: სახეობა, სტრუქტურა და უჯრედის დაინფიცირების გზები
როგორ არის ვირუსი აგებული? აგენტის ცენტრში გენეტიკური მასალაა - რნმ ან დნმ. ირგვლივ შემოგარსული აქვს ცილოვანი სტრუქტურა - კაფსიდი. კაფსიდი ემსახურება ვირუსის დაცვას და ეხმარება უჯრედზე მოჭიდებაში. ზოგი ვირუსი დამატებით დაფარულია ლიპიდური გარსით, ცხიმოვანი სტრუქტურით, რომელიც იცავს გარემო პირობების ცვლილებებისგან. ვირუსოლოგმა დევიდ ბალტიმორმა ყველა ვირუსი გააერთიანა რვა ჯგუფში.
ვირუსების ზოგი ჯგუფი შეიცავს ერთ ან ორჯაჭვიან დნმ-ს, ზოგი - ერთჯაჭვიან რნმ-ს, რომელთაც შეუძლიათ გაორმაგდნენ ან დაიშენონ თავიანთ მატრიცაზე დნმ. ამასთან, ვირუსის ყოველი ჯგუფი აწარმოებს საკუთარ თავს დაინფიცირებული უჯრედის სხვადასხვა ორგანელში.
ყოველ ვირუსს აქვს მასპინძლების განსაზღვრული დიაპაზონი, ანუ საშიშია ერთი სახეობისთვის და უსაფრთხოა მეორეთათვის.
ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება სისხლით და ბიოლოგიური სეკრეტით/სითხით. ყოველი ვირუსი განსხვავებულად აინფიცირებს უჯრედს.
ჰერპესვირუსი ჩაშენდება მემბრანაში, რის შემდეგაც გენეტიკური მასალა განიძარცვავს კაფსიდს და აღწევს ბირთვში. გაგრძელება