კლავს თუ არა სითბო კორონავირუსს: ექსპერტმა შეაფასა კლიმატის გავლენა ეპიდემიაზე - Marao

კლავს თუ არა სითბო კორონავირუსს: ექსპერტმა შეაფასა კლიმატის გავლენა ეპიდემიაზე

2020-05-12 11:48:24+04:00


რუსეთის ჰიდრომეტცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერმა რომან ვილფანდმა შეაფასა კლიმატის გავლენა კორონავირუსის გავრცელებაზე. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ვირუსის სისწრაფით გავრცელება სულაც არ არის დამოკიდებული კლიმატზე, ვინაიდან ამ თეორიას უარყოფს თბილ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.

"ტაილანდში, სადაც 30 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა, კორონავირუსი ჩვეულებრივ არსებობს. ანალოგიური სიტუაციაა თურქეთში, ისრაელსა და სირიაში, სადაც 25 გრადუსია, მაგრამ ვირუსი იქაც დიდი სისწრაფით ვრცელდება" - განაცხადა მეტეოროლოგმა.

The FINANCIAL - Hackers are using fake coronavirus maps to spread ...

ამასთანავე, ვილფანდმა დაუშვა, რომ პირდაპირი მზის სხივები აისახება COVID-19-ის აქტივობაზე, თუმცა ამის გასამტკიცებლად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებები.

Singapore confirms first case of Wuhan virus - SE Asia - The ...

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელება კლიმატზე იყო დამოკიდებული. მათი ვარაუდით, "გრიპი ან ნაწლავის ინფექცია უფრო აქტიური ზამთრის თვეებშია. შესაბამისად, ინფექციური დაავადებებიც, დიდი ალბათობით, სიცხეზე კვდება", რაც სინამდვილეს აღარ შეესაბამება.

Sympathies extended to China over acute respiratory illness - Da ...

წყარო