8 პროდუქტი, რომელიც თავის ტკივილისგან გადაგარჩენთ

8 პროდუქტი, რომელიც თავის ტკივილისგან გადაგარჩენთ
თუკი თავის ტკივილი გაწუხებთ, ამავდროულად, ცივილიზაციისა და აფთიაქისგან საკმაოდ შორს ხართ ან უბრალოდ წამლების მიღება არ გსურთ, ასეთ შემთხვევაში სწორი კვება დაგეხმარებათ.

გამომცხვარი კარტოფილი

  • ნაბახუსევის შემდეგ თავის ტკივილის მოსაშორებლად იდეალური ვარიანტია. ალკოჰოლი ძლიერი შარდმდენია, რომლის შემდეგაც ორგანიზმში კალიუმის დეფიციტი წარმოიქმნება, რაც შედეგად იწვევს თავის ტკივილს, გამომცხვარი კარტოფილი კი ამ ელემენტის შემცველობით რეკორდსმენია, რაც პრობლემას მოგიხსნით.

ყავა

  • ეს ტრადიციული საშუალება ყოველ მიზეზგარეშე მუშაობს, თუკი ნორმის ფარგლებში მიიღებთ. თუ თავის ტკივილი ალკოჰოლისა და ამინდის ცვალებადობით არის გამოწვეული, მაშინ ერთი ჭიქა
    ყავა მოგიხსნით ამ პრობლემას.

ხორბლის ტოსტები

  • თუკი დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე ხართ, გლიკოგენის ნაკლებობას იგრძნობთ ხშირად, რაც ძირითადი წყაროა თავის ტვინისთვის. დაბალი ნახშირწყლოვანი კვების რაციონი ორგანიზმის გამოფიტვას უზრუნველყოფს, ეს კი თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს. მიიღეთ შვრია, მიუსლი ან ხორბლის ტოსტები თავის ტკივილის ასარიდებლად. უმჯობესია გადახვიდეთ დაბალანსებულ კვებაზე.

ნუში

  • მაგნიუმი, რომელიც ნუშში დიდი რაოდენობით არის, არტერიულ წნევას არეგულირებს და მიგრენის სიმპტომების შემსუბუქებას იწვევს. ნუშის გარდა, მაგნიუმით მდიდარია გარგრის ჩირი, მარცვლოვნები.

ცხარე სოუსები

  • სალსა, აჯიკა, ტაბასკო და კიმჩი - თუკი თქვენს თავის ტკივილს თან ერთვის დახშური ცხვირი, ძლიერი ცხარე კერძების შესაკმაზი საშუალებები მოგიხსნით ამ პრობლემას. ცხარე წიწაკას ტკივილის გაყუჩების ეფექტი ახლავს ამავდროულად.

იოგურტი

  • ზოგჯერ თავის ტკივილი კალციუმის ნაკლებობით არის გამოწვეული. დარწმუნდით, რომ საკმარის რაოდენობას იღებთ ყოველდღიურად. საუკეთესო წყარო კალციუმის მისაღებად რძის პროდუქტებია. მეორე ეფექტი - თქვენი კუჭ-ნაწლავის დახმარებაა. სისხლის შედედება სწორედ თავის ტკივილს განაპირობებს.

ქუნჯუთი

  • შემწვარი ქუნჯუთის მარცვლები მაგნიუმის და Е ვიტამინების საბადოა. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის მენსტრუალურ ტკივილს.

ისპანახის სალათა

  • დამტკიცებულია, რომ ისპანახი არტერიულ წნევას აბალანსებს, ხსნის ნაბახუსევის სიმპტომებს და ამსუბუქებს თავის ტკივილს. თუკი არ გიყვართ ისპანახის უმად მირთმევა, მაშინ შეგიძლიათ ომლეტის სახით მიიღოთ.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93