ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველანი ძალიან დავიღალეთ COVID-19-ის შესახებ ცუდი ინფორმაციის მოსმენით, პოზიტივისთვის კი 5 მიზეზს მივაგენით. მანამ, სანამ მსოფლიო დაპაუზებულია აქამდე უცნობი ვირუსის მიერ, ჩვენი ხელების დაბანის სიხშირე დღის განმავლობაში 15-ზე მეტს ითვლის. რამდენადაც პანდემია საერთაშორისო საფრთხის შემცველია, ძალაუნებურად საინფორმაციო წყაროები, სოციალური ქსელები და ჩვენი გონება, სამწუხაროდ, მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს. ექიმები, მეცნიერები და მკვლევარები აქტიურად განაგრძობენ მისი პრევენციისთვის ვაქცინის შემოღებას და ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ გამოჯანმრთელების ფორმულა. ჩვენ კი გაგიზიარებთ 5 პოზიტიურ ამბავს, თუ რა დონემდე შორს წავიდნენ ექიმები.
კარგი ამბავი №1. თავდაცვის მექანიზმები ინფექციების ასარიდებლად მუშაობს!
- მეცნიერებმა ჰონგ-კონგიდან შეაფასეს ვირუსის მოქმედების დონე, რომელიც გახდა ადგილობრივი საავადმყოფოების მასიურად დაინფიცირების მიზეზი. პირველ თვეს ეპიდემიის გავრცელებიდან, 413 სამედიცინო პერსონალი იყო კონტაქტში 42 პაციენტთან, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19. 11 ექიმი აქედან კომუნიკაციაში იყო ყოველგვარი თავდაცვის, ანუ სპეციალური ეკიპირების გარეშე. საბოლოო ჯამში, ინფექციის კონტროლის ორგანომ დაადასტურა, რომ არცერთი მედპერსონალი, რომელიც ეკიპირებული იყო, არ დაინფიცირებულა, ანუ შიდა გავრცელებას ადგილი არ ჰქონია. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჰოსპიტალური ინფექციური კონტროლი კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს, თუკი დაიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ ხელის დაბანიდან დაწყებული, ქირურგიული ნიღბებით და ხელთათმანებით დასრულებული.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
- როგორც ვხედავთ იტალიის მაგალითზე, პრობლემა შიდაჰოსპიტალურ დაინფიცირებაში იწყება იმ შემთხვევაში, როცა კლინიკას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ნიღაბი, ეკიპირება და პერსონალი. თუკი საავადმყოფო შესაბამისი ეკიპირებით არის აღჭურვილი, ამ შემთხვევაში საკარანტინო ბოქსირებული განყოფილებები ყველაზე უსაფრთხო ადგილად რჩება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისათვის.
კარგი ამბავი №2. ვირუსით დაინფიცირებას შეუძლია დაგიცვათ განმეორებითი ინფიცირებისგან
- დაკვირვებებმა მაიმუნებზე აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ით დაინფიცირება, რომელიც COVID-19-ს იწვევს, იცავს მათ ხელმეორე დაინფიცირებისგან. მეცნიერებმა 4 მაიმუნიდან 2 მაიმუნის რეინფიცირება მოახდინეს. 28 დღის თავზე, ლორწოვანი გარსიდან ნაცხი აიღეს შესამოწმებლად, რის შედეგადაც ტესტმა ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმუნური სისტემა გაუმკლავდა დაავადებას. ეს ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი შედეგებია ვაქცინის დასამზადებლად, შედეგად, სისხლში რჩება ანტისხეული, რომელიც ხელს უშლის ხელახალ ინფიცირებას.
- პროფესორი-ვაქცინოლოგი მარტიმ ბაჰმანი ოქსფორდიდან მიუთითებს, რომ ანტისხეული ყოველთვის არ ფორმირდება, თუკი ვირუსი უმნიშვნელოდ მრავლდება ორგანიზმში და არ აღწევს ლიმფატურ კვანძებს, იმუნურ სისტემას შესაძლოა საპასუხო რეაქცია არც ჰქონდეს. მაგრამ მეორე მხრივ, თუკი ანტისხეული არ ფორმირდება, მაშინ არც სრულყოფილ დაინფიცირებას ჰქონია ადგილი. ყველას, ვინც კორონავირუსს გადაიტანს, "სრულყოფილად" ძლიერი იმუნიტეტი ექნება.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი
- ადამიანების უმეტესობა კორონავირუსით დაინფიცირებულია საკმაოდ მსუბუქად, ისე, რომ შესაძლოა არც იცოდეს, რომ ავად არის. ადამიანების რაოდენობა ვირუსისადმი მდგრადი ორგანიზმით საკმაოდ დიდი იქნება, რაც თავის მხრივ, ამცირებს სხვების დაავადების რისკს (ადამიანი აქტიური ანტისხეულებით ვერ გადასდებს ვირუსს სხვას). სწორედ ასე დაიხევს პანდემია უკან.
კარგი ამბავი №3. ვაქცინის ტესტირება სრულად მიმდინარეობს
- ამჟამად SARS-CoV-2-ის ვაქცინას ტესტავენ ნებაყოფლობით მსურველებზე. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტი აფინანსებს სრულად ამ გამოცდას, რომელშიც ჩაერთო 45 ჯანმრთელი ადამიანი საკუთარი ნებით. ისინი მიიღებენ ვაქცინას, რომელიც შეიცავს დაკოპირებული SARS-CoV-2-ის ფრაგმენტის გენეტიკურ კოდს. რამდენადაც ვაქცინა არ შეიცავს კორონავირუსს, მონაწილეები არ დაინფიცირდებიან. ამერიკელი მაღალჩინოსნები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ შესაძლოა წელიწად-ნახევარი გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე ჩასაშვებად მზად ყოფნისთვის. ამას ხსნიან იმით, რომ გვერდით მოვლენებს დროულად აღმოაჩენენ ამ პერიოდის განმავლობაში.
კარგი ამბავი №4. კორონავირუსის დამარცხება შესაძლებელია "ბაბუის" მეთოდით
- მეცნიერებმა მიმართეს ძველ მედიცინას და მიაგნეს მეთოდს, სახელწოდებით "პასიური იმუნიზაცია". ის არ საჭიროებს ფართო სპექტრსა და ინოვაციებს, ვინაიდან საკმაოდ ცნობილი იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში. ანტიბიოტიკების გამოგონების ერამდე ეს იყო ერთადერთი მეთოდი ინფექციებთან ბრძოლის წინააღმდეგ. პასიური იმუნიზაცია მოიცავს დაავადებული და გამოჯანმრთელებული კორონავირუსის შედეგად ადამიანის სისხლის გადასხმას საკუთარ სხეულში. სისხლში არსებული ანტისხეულების შეყვანა ხდება დაავადებული ან ჯერ კიდევ ჯანმრთელი ადამიანის სხეულში, იმისათვის, რომ მისმა იმუნურმა სისტემამ შეძლოს ვირუსის დამარცხება. რაც საინტერესოა, არის ის, რომ ანტისხეულები დედისგან შვილს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გადაეცემა.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი?
- როგორც ვხვდებით ყველანი, ვაქცინის დამზადება საკმაოდ დიდხნიანი პროცესია, ხოლო ეპიდემიის პიკი ძალიან ახლოს არის. პასიური იმუნიზაცია ათასობით ადამიანს დაეხმარება უახლოეს პერიოდში. ამისათვის საჭიროა გამოჯანმრთელებული ადამიანები და სამედიცინო პერსონალის ჩართულობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხო პროცესისთვის.
კარგი ამბავი №5. ჩვენს იმუნურ სისტემას შეუძლია ვირუსის დამარცხება
- «Nature Medicine»-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევა აღწერს პაციენტის შემთხვევას, რომელიც გამოჯანმრთელდა COVID-19-ისგან რამდენიმე დღეში. ეს ქალბატონი 47 წლის არის, ჩინეთის პროვინცია უჰანიდან, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება. მეცნიერებმა შეისწავლეს "იმუნური პასუხი", იმისათვის, რომ გაეგოთ, როგორ მოახერხა პაციენტმა ასე სწრაფად გამოჯანმრთელება. ქალის სისხლში მეცნიერებმა აღმოაჩინეს მომატებული G და M იმუნოგლობულინები (რომლებსაც აგრეთვე უწოდებენ "ნატურალურ ანტისხეულებს") და დიდი რაოდენობით T ჰელპერი, T კილერი და B ლიმფოციტები.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი?
- მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დაკვირვებები მისცემენ საშუალებას იმუნური სისტემისთვის ეფექტური პასუხის მოძიებაში. შედეგები კი დაგვანახებს, რატომ იწვევს COVID-19 ზოგიერთის გარდაცვალებას, ხოლო დიდი ნაწილის სრულად გამოჯანმრთელებას. ეს ყოველივე კი ადამიანების ცხოვრების შენარჩუნებას განაპირობებს.
წყარო: medicalnewstoday.com