ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი პირბადეები არ იცავს ინფექციებისგან ადამიანებს და რამ შეიძლება მოგვაყენოს ზიანი.
სამედიცინო სახის ნიღაბი უნდა გიცავდეთ ინფექციებისგან, რომლებიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ეს "აქსესუარი" გაცილებით პოპულარული გახდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მოძება აფთიაქებში საკმაოდ გაგიჭირდებათ.
აქვე, ახალ ტენდენციას ჩაეყარა საფუძველი: ბრენდული სამოსისა და აქსესუარების მწარმოებლებმა არაერთი ნიღაბი შექმნეს. მაგრამ რა სარგებელს მოუტანს ადამიანებს მათ მიერ შექმნილი ნიღბები?

- პარიზში, მოდის კვირეულზე, ფრანგული ბრენდის: Marine Serre- ს მოდელები პოდიუმზე სხვადასხვანაირი პირბადეებით გამოვიდნენ. ეს გასაკვირი არაა! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამედიცინო პირბადეებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით 13-ჯერ არის მომატებული.
- სამედიცინო პირბადის აშკარა უპირატესობის მიუხედავად ტანსაცმლის არაერთმა ბრენდმა დაიწყო დამცავი აღჭურვილობის წარმოება. მათი მაღალი ფასის მიუხედავად დაინტერესება მაინც დიდია, რადგან მომხმარებლებს დიზაინი ხიბლავთ.

არის სამედიცინო პირბადეები, რომლებსაც რამდენიმე დამცავი შრე აქვს. ერთ-ერთი ფენა წყლით არის გაჟღენთილი. სწორედ ამიტომ, ამ პირბადეების წინა და უკანა მხარე ფერითაც განსხვავებულია. ეს მის სწორად გამოყენებას უწყობს ხელს.
სამედიცინო პირბადე უფრო ეფექტურია, მისი სპეციალური ნაკეცებიდან გამომდინარეც. გვაძლევს საშუალებას, რომ სახეზე მჭიდროდ გვქონდეს და ამავდროულად სუნთქვა არ გაგვიძნელდეს. სხვადასხვა ბრენდების მიერ დამზადებულ პირბადეებს კი ის რამდენიმე მნიშნელოვანი ელემენტი აკლია, რომელიც სამედიცინო პირბადეს გააჩნია.

რატომ არ უნდა ვატაროთ მოდური პირბადეები?
რესპირატორის არარსებობა დიზაინერების მიერ შექმნილ პირბადეებში Covid-19-ით დაავადების რისკს ზრდის. იმიტომ, რომ ვირუსი ზომით ძალიან პატარაა და შეღწევა ადვილად შეუძლია. ამგვარ ნიღაბს შეუძლია, დაგიცვათ იმ მხრივ, რომ წვეთები არ მოგხვდეთ, თუ ვინმე თქვენს მახლობლად ახველებს.

რით განსხვავდება მოდური პირბადეები სამედიცინო პირბადისგან?
მოდური პირბადეები სპეციალური ქსოვილისგანაა დამზადებული, რომელიც ნაკლები სინოტივით გამოირჩევა, თუმცა ბაქტერიებს ვერ ეწინააღმდეგება. სამედიცინო პირბადე უნდა შეიცვალოს გამოყენებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ, ან მაშინ, როგორც კი სველი გახდება. შეცვალეთ იგი ახალი სუფთა და მშრალი პირბადით.

უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი ნიღაბი (დიზაინერის მიერ დამზადებული ან სამედიცინო) არ იძლევა იმის გარანტიას, რომ აბსოლუტურად დაგიცავთ! ამიტომ საჭიროა გაითვალისწინოთ ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და დარჩეთ სახლში.
წყარო: www.cosmo.ru