როგორ ვიყიდოთ და საჭიროა თუ არა პროდუქტების დეზინფექცია - კარანტინის წესები

როგორ ვიყიდოთ და საჭიროა თუ არა პროდუქტების დეზინფექცია - კარანტინის წესები
მანამ, სანამ ეპიდემია მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს, სახლში დარჩენა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. როგორ მოვიქცეთ პროდუქტების შეძენისას ან ტანსაცმლის გამოყენებისას, რომლითაც გარეთ გვიწევს გასვლა.
ვირუსს შეუძლია სიცოცხლისუნარიანობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეინარჩუნოს, რკინის ზედაპირსა და პარკზე 2-3 დღის განმავლობაში რჩება. იმისათვის, რომ სტერილური ოპერაცია არ ჩაატაროთ ყველაფერზე გარშემო, გიზიარებთ გამოცდილ რჩევებს.

როგორ წავიდეთ მაღაზიაში?

  • გასვლის წინ არ დაგავიწყდეს ნიღბის და ხელთათმანის გაკეთება. უმჯობესია, თმა შეიკრა, ვინაიდან თმა დღის განმავლობაში სახეს ძალიან ბევრჯერ ეხება. ასე
    ავირიდებთ ზედმეტად ხელის შეხებებს.
  • თუკი ხელთათმანი გიკეთია, მაშინ სანიტაიზერით კალათის სახელურის დამუშავება არ ღირს.
  • არ იყიდო პროდუქტები შეფუთვის გარეშე, ხილისა და ბოსტნეულის გარდა, რა თქმა უნდა. ასაწონი ტკბილეული მოიცდის, თავი შეიკავე მათი შეძენისგან.
  • აუცილებლად დაიცავი დისტანცია რიგში დგომისას.
  • როგორ მოვიქცეთ სახლში მოსვლისას?
  • პროდუქტები შეიძინე, ახლა როგორ შეიტანო სახლში? დაგჭირდება დეზობარიერის მსგავსი რამ ან გაათავისუფლე ერთი კარადა, სადაც მოათავსებ საგარეო ტანსაცმელს და ნაგვისთვის პარკი მოიმარაგე, რომ ჩაყარო ნიღაბი და ხელთათმანები.

როგორ მოვიქცეთ შემდეგ?

  • გაიხადე ზედა და ფეხსაცმელი და დატოვე „გამყოფ“ ბარიერთან.
  • იქვე დააწყვე პროდუქტები.
  • გადაყარე ხელთათმანი და ნიღაბი.
  • დაიბანე ხელები და სახე. ტანსაცმელი შეყარე გასარეცხად, არანაკლებ 50 გრადუს ტემპერატურაზე.
  • პროდუქტები შეიტანე იქ, სადაც შეძლებ მათ საგულდაგულოდ დამუშავებას.
  • მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ვირუსი არ კვდება დაბალ ტემპერატურაზე. 70 გრადუსი ის ტემპერატურაა, რომელზეც ვირუსი ერთ წუთში კვდება. იმავე სისწრაფით კვდება სპირტის და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებისას, რომელშიც 65%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს სპირტის შემცველობა.
  • თუკი ანტისეპტიკური საშუალებები არ გაქვთ, მაშინ საპნით გარეცხეთ.
  • ის შეფუთვა, რომელიც ვერ აიტანს რეცხვას, უმჯობესია, გადააგდოთ. მაგალითად, ფქვილის მუყაოს ყუთი, ქაღალდის ყუთები.
  • როგორ მოვიქცეთ ხილის და ბოსტნეულის შემთხვევაში? გარეცხეთ ცხელი წყლით. აუცილებლად გარეცხეთ საპნით ის პროდუქტები, რომლებსაც კანიანად მიირთმევთ.
  • პარკები, რომლებიც შეიტანეთ სახლში, აუცილებლად გადაყარეთ.

როგორ გამოვიყენოთ მიტანის სერვისი?

  • უმჯობესია, არ გახვიდეთ აფთიაქსა და მაღაზიაში და ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისებით, მით უმეტეს, რომ უკონტაქტო მიწოდების სერვისზე მუშაობენ კურიერები, შესაბამისად, კონტაქტში შესვლა არ მოგიწევთ ადამიანებთან. შემდგომ პარკი დაამუშავეთ ზემოთ მითითებული წესების მიხედვით.

წყარო: cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93