ყურადღების გადატანა და კონტროლი: 6 მეთოდი კორონავირუსით გამოწვეული მღელვარების შესამცირებლად - Marao

ყურადღების გადატანა და კონტროლი: 6 მეთოდი კორონავირუსით გამოწვეული მღელვარების შესამცირებლად

2020-04-08 09:34:13+04:00


კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების ცხოვრება შეცვალა. არც არის გასაკვირი, რომ ბევრი ჩვენგანი უფრო აღელვებულია ადრინდელთან შედარებით: ვღელავთ ახლობლებზე, საკუთარ თავებზე. სპეციალისტები ჰყვებიან, როგორ დავძლიოთ სტრესი და თავი უფრო უკეთ ვიგრძნოთ.

ZoeSuccess Marketing, LLC | 11 Mantras for Taking Better Care of ...

იზრუნე საკუთარ თავზე

  • განსაცდელის ჟამს მარტივად შესაძლებელია საკუთარი თავი დაივიწყოთ. აუცილებლად დაიძინეთ 7-8 საათი დღის განმავლობაში, დაისვენეთ, დაკავდით სპორტით. ყველაფერი, რასაც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აკეთებ, სასარგებლოა ფსიქოლოგიისთვისაც. გამოუყავი დრო შენს ჰობს, მოუსმინე მუსიკას, ეკონტაქტე ახლობლებს.

How Much Air Do People Need? How Much Air Should People Need ...

ისუნთქე სუფთა ჰაერი

  • საკარანტინო მდგომარეობიდან გამომდინარე, გარეთ ავტომობილების გადაადგილება შემცირებულია. შესაბამისად, ჰაერიც ბევრად სუფთაა, ვიდრე აქამდე იყო. გადით აივანზე და ღრმად ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. თუკი აივანი არ გაქვთ, გამოაღეთ ფანჯრები და გაანიავეთ სახლი.

Americans to spend more time using mobile phones than watching TV ...

ნუ იყურები გამუდმებით ტელეფონში

  • დარწმუნებულები ვართ, შენი დროის ყველაზე დიდ ნაწილს ტელეფონს და სოციალურ ქსელებს უთმობ, თან ყველაზე ხშირად კორონავირუსზე ეცნობი ინფორმაციებს. შეეცადე, შეამცირო ტელეფონთან გატარებული დრო, დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე მაინც და დილით გაღვიძებისთანავე ნუ აიღებ ხელში.

How to Relax: Easy Ways to Relax, Recharge, and Vanquish Stress

მოდუნდი

  • არ არის აუცილებელი, იოგა ან მედიტაციის გურუ იყო ცუდი აზრებისგან გასათავისუფლებლად. აირჩიე სახლში ყველაზე წყნარი ადგილი, დაჯექი და შეეცადე, არ იფიქრო არაფერზე.

12 Tips for Video Conferencing While You Work From Home

იკონტაქტე ადამიანებთან

  • დიახ, მეგობრებთან შეხვედრაზე წასვლას ჯერჯერობით ვერ მოახერხებ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შეგიძლია ხაზზე დარჩე. ვიდეოზარები და კონფერენციები ტელეფონზე სოციალიზაციის ყველაზე კარგი საშუალებაა ამ ეტაპზე.

Yoga Sequence to Train Your Brain to Relax | Yoga for Stress + ...

გააკონტროლე, რაც შეგიძლია

  • რა თქმა უნდა, მსოფლიო დონის შემთხვევაზე ვერ იმოქმედებ, მაგრამ შეეცადე, დაიწყო ყველაზე წვრილმანების კონტროლით!
Why you're washing your hands wrong - BBC Reel

  1. სწორად დაიბანე ხელები - არანაკლებ 20 წამისა.
  2. გამოიყენე ანტისეპტიკური საშუალება, როცა არ გაქვს ხელის დაბანის საშუალება.
  3. შეეცადე, არ მოიკიდო სახეზე ხელი.
  4. არ მიუახლოვდე დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებს.
  5. ხშირად გამოყენებადი ზედაპირები დაამუშავე სპირტით, მათ შორის, ტელეფონი და კომპიუტერის კლავიატურა.
  6. არ გახვიდე სახლიდან, მაღაზიისა და აფთიაქის საჭიროების გარდა.
Sidney Health Center COVID-19 Procedures/Closures

წყარო:cosmo