კორონავირუსით დაავადებულთა 80%-ს დაავადება მსუბუქ ფორმებში გადააქვს.
ინფექციის მატარებელი გადამდებია. იმას, რომ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს ინფექცია მსუბუქად უვლინდებათ, მეცნიერები თვლიან დაავადების სწრაფად გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად. ბავშვებში COVID-19, უმრავლეს შემთხვევაში, პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ანუ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დაავადების ნიშნები გამოხატული, შეიძლება გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები. გერმანიაში ეპიდემია ასე დაიწყო.
როგორ ამოვიცნოთ დაავადება
COVID-19-ის ზოგადი მახასიათებელი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა. შესაძლებელია, ზოგჯერ ზოგადი სინუსური ინფექციის (სინუსიტის) ნიშნები ან ცუდად ყოფნის შეგრძნება ცხელების გარეშე.
დაავადების მსუბუქი ფორმისას სიმპტომები
2 კვირაში გადის, ხოლო მძიმე შემთხვევებისას, ნარჩუნდება 6 და მეტი კვირის განმავლობაში.
როგორ გავარჩიოთ COVID-19 მწვავე რესპირატორული დაავადების ან გაციებისაგან: მწვავე რესპირატორული დაავადების და გაციების დროს, COVID-19-ისაგან განსხვავებით, არის სველი ხველა და არა მშრალი და ყოველთვის აღინიშნება ცხვირის გაჭედილობა და სურდო. მსგავსი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მცირედი მომატება და მსუბუქი ან ზომიერი თავის ტკივილი.
გრიპში რომ არ აგვერიოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გრიპისა და COVID-19-ის სიმპტომები მსგავსია. ორივე იწვევს რესპირატორულ დაავადებას. მაგრამ გრიპის დროს არ აღინიშნება ქოშინი და სუნთქვასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები, ტემპერატურა კი თითქმის ყოველთვის მაღალია, განსხვავებით COVID-19-ისაგან.
გაგრძელება