აკონტროლე სუნთქვა: კორონავირუსის რომელი სიმპტომები საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - Marao

აკონტროლე სუნთქვა: კორონავირუსის რომელი სიმპტომები საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას

2020-10-15 09:33:05+04:00


ვინაიდან მსოფლიოში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ ყველა კლინიკა ინფიცირებულებით დატვირთა, აუცილებელია ვიცოდეთ სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში უმჯობესია სახლში იმკურნალოთ და თავი შეიკავოთ საავადმყოფოში ვიზიტისგან. სად გადის სინამდვილეში ზღვარი, როცა სიმპტომები "განსაკუთრებულ" სახეს იღებს?

Sick Ferris Buellers Day Off GIF - Find & Share on GIPHY

დაახლოებით მოსახლეობის 80%, რომელიც COVID-19-ით  დაინფიცირდება, ისეთივე მსუბუქი ნიშნებით მოიხდის ამ ვირუსს, როგორც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში, თუმცა ასაკოვან ხალხში, დაავადებების პარალელურად, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ლეტალური შედეგი, სამწუხაროდ, სწრაფად დგება. თუკი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით, აღგენიშნებათ სიცხე და ხველება, გრიპის სიმპტომები, სურდო, ყელის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, აუცილებლად თვალი ადევნეთ თქვენს მდგომარეობას.

Feeling Sick-ill Bemaari-Ka Ehsaas – Facial Expression Web Tv

საყურადღებო სიმპტომები COVID-19-ის შემთხვევაში:

  1. გართულებული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები
  2. მკერდის არეში ძლიერი ტკივილები
  3. მუდმივი დაღლილობა
  4. გალურჯებული ტუჩები ან სახე
  5. სხვა სიმპტომები, რომლებიც საგანგაშოდ გეჩვენებათ
7 Ways To Get Over Being Sick: A Guide By Ron Swanson

ამ შემთხევებში აუცილებლად დაუკავშირდით სამედიცინო დაწესებულებას, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, გაიკეთეთ ნიღაბი და დაელოდეთ ექიმებს.

Sick Clipart Gif

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან საგანგაშო და არასაგანგაშო მდგომარეობა?

დარეკეთ ცხელ ხაზზე, თუკი აღგენიშნებათ ეს სიმპტომები ან უკვე არსებული სიმპტომების გართულება გაქვთ სახეზე; აგრეთვე, თუკი მიიღეთ რაიმე სახის ტრავმა:

GIF sick - animated GIF on GIFER

  1. ჰაერის უკმარისობა
  2. სასუნთქი გზების დამძიმება
  3. დიარეა და პირღებინება
  4. ძლიერი ხველება
  5. გონების დაკარგვა
  6. გულის გაჩერება ან სუნთქვის შეფერხება
  7. ძლიერი ტკივილი მკერდის არეში
  8. სხეულში სისუსტის შეგრძნება
  9. ძვლების მოტეხილობა, განსაკუთრებით, ღია მოტეხილობა
  10. ღრმა ჭრილობა
  11. ძლიერი სისხლდენა
  12. ძლიერი დამწვრობა
  13. ალერგიული რეაქცია და გართულებული სუნთქვა
  14. მოწამვლა ან წამლების ზედმეტი დოზირება
  15. თავის ტრავმა
  16. კისრის ან ხერხემლის ტრავმა
  17. კრუნჩხვები
Daily Jun #133: She's so adorable when she's asleep : k_on

ასეთ შემთხვევებში აუცილებლად დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ვინაიდან სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებია სახეზე. ხოლო ნაკლებად საგანგაშო მდგომარეობის დრო კი შეგიძლიათ დარეკოთ ოჯახის ექიმთან ან კლინიკაში მომდევნო ეტაპებისთვის დასაკვალიანებლად.

gif k on! k on hirasawa yui keion k on day oujij •

წყარო: goodhouse