რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ფსიქიკაზე?

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ფსიქიკაზე?
პანდემიის გამო შეიძლება შიშმა აგვიტანოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ყოველივეს გაუთვალისწინებელი ქმედებებიც მოჰყვეს. რატომ ხდება ეს?
როგორც წესი, გაზეთებში და ზოგადად, მედიასაშუალებებში, აქცენტი კეთდება პოლიტიკაზე, სტიქიებზე, სპორტსა და სხვადასხვა სიახლეზე. თუმცა ახლა ყურადღება მთლიანად კორონავირუსისკენაა მიმართული - ის 2020 წლის მთავარ ბლოკბასტერად იქცა.
ჩვენ უკვე ვიცით იმის შესახებ, რომ პანდემიაზე ბევრმა ფიქრმა, მღელვარებამ და სტრესმა ჩვენს ფსიქიკაზე შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს. თუმცა, ცხადია, არის შემთხვევები, როცა ნეგატიური გავლენა ნაკლებად იგრძნობა.

"ადამიანი სოციალური ცხოველია"


ჩვენ არ
ვიცით, რა კავშირში შეიძლება იყოს ჩვენი რეაქციები (როგორც ფსიქოლოგიური, აგრეთვე ფიზიოლოგიური) სოციალურ ევოლუციასთან. ინფექციისადმი შიში ჩვენს ქვეცნობიერს ისეთ ემოციებს უღვიძებს, რის შესახებაც უკვე რა ხანია აღარ დავფიქრებულვართ.

რა არის ქცევითი იმუნური სისტემა?

  • გადადგი ნაბიჯი უკან და გადახედე კაცობრიობის ისტორიას.
  • თანამედროვე მედიცინამდე ინფექციური დაავადებები საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენდა.
  • ინფექციის რისკის შემცირებას ხელს სწორედ ადამიანთა მხრიდან გამოვლენილი რეაქციები უწყობდა. ეს ყველაფერი ჩვენს სოციალურ მეხსიერებაში დაილექა და ევოლუციური მნიშვნელობა მიენიჭა.
  • ერთ-ერთი მთავარი სოციალური რეაქცია ზიზღის გამოხატვაა. ჩვენ, ადამიანები, თავიდან ავიცილებთ ისეთ ნივთებს, რომლებსაც ცუდი სუნი აქვს ან ინფექციის წყაროა. იმ მოსაზრებამ, რომ რაღაც უგემური და საშინელი მივირთვით, შეიძლება ღებინებაც კი გამოიწვიოს. ამრიგად, ჩვენს ფიქრებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კვლევების თანახმად, უფრო უკეთ ამაზრზენი ფაქტები გვამახსოვრდება. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალში საფრთხე თავიდან ავიცილოთ.

  • ქცევა, რომელიც დაავადების გავრცელებას ხელს უშლის - ზიზღია. ვაცნობიერებთ, რისი გაკეთება ღირს და რისი არა. ეს გვეხმარება, რომ დისტანცია შევინარჩუნოთ. ამავდროულად, უფრო კრიტიკულებიც ვხდებით.
  • ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ჩვენი დამოკიდებულება კულტურული ნორმების მიმართ ფორმირდება, თუ ვგრძნობთ, რომ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე არსებობს.
  • ასეთ გარემოპირობებში ჩვენ უფრო მეტ პატივს ვცემთ წესებსა და დოგმებს. უფრო მკაცრნი ვხდებით კანონდამრღვევთა მიმართაც. მეტიც, ეს შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ მათ, ვინც კარანტინთან დაკავშირებულ წესებს არღვევს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ზოგადად დაუდევრობით გამოირჩევა.

როდესაც ინფექციის რისკი არსებობს, წინა პლანზე სხვა ღირებულებები გადმოდის და ზოგჯერ ქვეცნობიერად ტრადიციული კუთხითაც ბევრი რამ იცვლება.
შესაძლოა, ამით აიხსნას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან მთავრობის ან ეკლესიის მისამართით არსებული წინააღმდეგობა. იგულისხმება ის ფაქტორიც, როცა ადამიანები რეკომენდაციებს უარყოფენ. ჩვენ ვხდებით მკაცრნი, როდესაც მივიჩნევთ, რომ მორალს გვიკითხავენ.

რატომ ვლინდება ქცევითი იმუნიტეტი ამ გზით?

არაერთი სოციალური ნორმა არსებობს, რომელსაც შევეჩვიეთ (მაგალითად, თუნდაც ისეთი ბანალური, როგორებიცაა კვება, ნაგვის გადაყრა, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და ა.შ.). ამგვარ ქცევებს კაცობრიობა ათასი წლის წინაც ავლენდა.

გასაკვირი არ არის, რომ გლობალური პანდემიის საშიშროების მიუხედავად, უფრო ნაკლებად ტოლერანტულები გავხდით პიროვნების უღირსი ქცევის მიმართაც.

ჩვენ ადამიანების მიმართ შიშის განცდა გვიჩნდება

  • პანდემიის საფრთხე ადამიანების მიმართ სიმკაცრეს გვმატებს და ზოგჯერ უნდობლობის მაჩვენებელიც იზრდება.
  • ადამიანები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძველად უფრო სახიფათოდ აღიქმებოდნენ. ისინი დისტანციას ნაკლებად ინარჩუნებდნენ.
  • ქცევითი იმუნიტეტი ადამიანებში სხვადასხვაგვარად გამოიხატება. ერთს განსაკუთრებით მგრძნობიარე სოციალური იმუნური სისტემა შეიძლება ჰქონდეს და მძაფრად რეაგირებდეს, მეორე კი - ნაკლებად.
ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რა გავლენას ახდენს არსებული მდგომარეობა ჩვენივე რეაქციებზე.
პასუხი, რომელსაც მივიღებთ, მოგვცემს საშუალებას, რომ მიზეზებს ჩავუღრმავდეთ. უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს თავს, რომ ჭეშმარიტი აზრების გამორჩევა შევძლოთ და ქვეცნობიერი ხელიდან გამოვგლიჯოთ იმ განცდებს, რომლებიც იმაზე ადრე ჩამოგვიყალიბდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

წყარო: Goodhouse.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93