FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა
Foxnews.com-ი აქ­ვეყ­ნებს ექ­სკლუ­ზი­ურ მა­სა­ლას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და და ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა სხვა­დას­ხვა წყა­რობ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­იქ­მნა არა რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი, არა­მედ იმის­თვის, რომ ჩი­ნეთს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რამ­დე­ნად ძლი­ე­რია ვირუ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მათ­თან ბრძო­ლის კუ­თხით. ამით სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არა მხო­ლოდ თა­ნა­ბა­რია აშშ-სთან, არა­მედ მას­ზე უფრო ძლი­ე­რიც.

Fox News-თან სა­უბ­რობს ბევ­რი სხვა­დას­ხვა წყა­რო, რომ­ლებ­საც აქვთ ინ­ფორ­მა­ცია ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ად­რე­უ­ლი
მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.



წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვირუ­სის სა­წყი­სი გა­და­ცე­მა მარ­თლაც ღა­მუ­რი­დან ადა­მი­ან­ზე მოხ­და, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ე.წ. ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ვი­და.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უხა­ნის ცნო­ბილ ბა­ზარ­ში, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბა, არას­დროს იყი­დე­ბო­და ღა­მუ­რე­ბი, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ცენ­ტი ამ ბაზ­რო­ბა­ზე გა­და­ე­ტა­ნა და უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე ეჭვი არ გას­ჩე­ნო­დათ. წყა­როს ცნო­ბით, ბაზ­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით ჩი­ნეთ­მა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის და­მალ­ვა და ერ­თგვა­რად ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სცა­და.

Fox News-ი წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იმა­საც წერს, რომ ჩი­ნეთ­მა 100 პრო­ცენ­ტით შეც­ვა­ლა და და­მა­ლა მო­ნა­ცე­მე­ბი. ასე­ვე, გა­ა­ნად­გუ­რა ნი­მუ­შე­ბი, ად­რე­უ­ლი ცნო­ბე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი ვირუ­სის შე­სა­ხებ. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93