რომელ ზედაპირებზე იმალება სახლში ყველაზე ბევრი მიკრობი - Marao

რომელ ზედაპირებზე იმალება სახლში ყველაზე ბევრი მიკრობი

2020-04-20 09:22:40+04:00


ჩვეულებრივი ნივთები სახლში, რომლებიც ყველას გვაქვს, ინფექციის იდეალური წყაროა ნებისმიერი მიკრობისთვის. სად უყვართ ბაქტერიებს ყველაზე მეტად დამალვა? სპოილერი: ეს არც საპირფარეშოს თავსახურია და არც სახლის შესასვლელი ზღურბლი. მიაქციეთ ყურადღება ჩვენს ჩამონათვალს და საგულდაგულოდ დაამუშავეთ სპირტის მეშვეობით.

Microbes! in 2020 | Medical illustration, Character design ...

კარების სახელურები და ჩამრთველები

  • დიდი ალბათობით, სახლში პოლიეთილენის ხელთათმანებს არ იყენებთ. ჩვენ ვაღებთ კარებს, ვკეტავთ შიგნიდან და ვანთებთ შემოსასვლელში სინათლეს. ეს ყველა ქმედება ხელის დაბანის გარეშე ტრანსპორტითა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შემდეგ ყველაზე მეტად ექვემდებარება დაბინძურებას. შესაბამისად, მიკრობები, რომლებიც ხელზე გვაქვს, რჩება სახელურსა და ჩამრთველზე. მას შემდეგ, როგორც კი დაიბან ხელს, კვლავ შეხების შედეგად ხელზე გადმოვა.

Angry Opening Door GIF by South Park - Find & Share on GIPHY

ონკანის სახელური

  • ხელები უნდა დაიბანოთ ხშირად, განსაკუთრებით, გარეთ ყოფნის შემდეგ. წარმოიდგინეთ, რომ ხელზე მიკრობები გაქვთ. ონკანში წყლის მოშვების შემდეგ მათი ნაწილი სახელურზე გადადის. სწორედ ხელსახოცის მეშვეობით უნდა დაკეტოთ წყალი, იმისათვის, რომ ხელის დაბინძურება თავიდან აირიდოთ.

Teeth GIF - Find & Share on GIPHY

სააბაზანოს ფარდა

  • ბაქტერიები განსაკუთრებით კარგად მრავლდება ნესტში. ამიტომ სააბაზანოში თუკი ფარდას იყენებთ, ჩათვალეთ, რომ მიკრობების ბუდე სწორედ მასზეა განლაგებული. რეცხვის შემდეგ კარგად გაშალეთ იმისათვის, რომ სრულად გაშრეს. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მისი გარეცხვა სარეცხი მანქანის მეშვეობით.

Animated gif about girl in Everything by under des-construction

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

  • სამზარეულოში ყველა პირობაა ბაქტერიების გასამრავლებლად. მხოლოდ ერთ ღრუბელშიც კი კრიტიკული რაოდენობის ბაქტერია იყრის თავს კვირის განმავლობაში. მასში რჩება საჭმლის ნარჩენები, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თვალით არ ჩანს. ამიტომ ღრუბელი რეკომენდებულია ცვალოთ 7 დღეში ერთხელ, მიუხედავად ვიზუალურად კარგი მდგომარეობისა.

Frustration Loop GIFS: Sponges on Behance

საჭრელი დაფა

  • ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველაფრისთვის ცალკე დაფა უნდა გქონდეთ: ხორცისთვის, თევზისთვის, ხილისა და ბოსტნეულისთვის, ვინაიდან უმი პროდუქტები ბევრი ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიას შეიცავს, რომელიც თერმულად დამუშავების დროს კვდება, ხის დაფები კი განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან ხის ზედაპირზე ბაქტერია კარგად თავსდება და რჩება საგულდაგულოდ რეცხვის შემდეგაც.

GIF by Mashable - Find & Share on GIPHY

ტელევიზორის პულტი (მაუსი და კლავიატურა)

  • ამ ნივთებს ოჯახის ყველა წევრი იყენებს, ხშირი შეხების შედეგად კი იზრდება ბაქტერიების რაოდენობა მათ ზედაპირზე. ხშირად ბევრი სწორედ ტელევიზორთან მიირთმევს საკვებს, რაც ზრდის ინფექციის მოხვედრის რისკს ორგანიზმში.

Tv remote GIFs - Get the best GIF on GIPHY

მობილური ტელეფონი

  • ეს ყველაზე საშიში ნივთია მთელ სახლში, თუკი საქმე ბაქტერიების გამრავლებას და გადატანას ეხება. გაიხსენე, დღეში რამდენ ხანს გიჭირავს ხელში ტელეფონი, შემდეგ სხვადასხვა ზედაპირზე დებ, საუბრობ ისე, რომ გაჯეტს სახეზე იდებ. აქ დაინფიცირების რისკი მატულობს და კანის დაავადებებსაც იწვევს.
Creating meaningful micro-interactions - UX Planet

წყარო: cosmo