11 საინტერესო ფაქტი კორონავირუსის შესახებ

11 საინტერესო ფაქტი კორონავირუსის შესახებ
ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვაგვარი მითი გაბათილდება და პანიკა იკლებს, თუ ზუსტად გვეცოდინება იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც კორონავირუსს ეხება.
როგორც იცით, ეპიდემიის საწყის ეტაპზე, ჩინეთი ცდილობდა, ბევრი რამ  გაესაიდუმლოებინა, თუმცა ახლა, როცა საფრთხის რეალური მასშტაბები გააცნობიერეს, ქცევის მექანიზმი შეცვალეს.
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის წევრებმა და ხელმძღვანელმა 5 დიდი ქალაქი მოინახულეს. შემდეგ შეადგინეს ანგარიში და პრესკონფერენცია გამართეს.
და აი, ყველაზე საინტერესო ფაქტებიც:

1. ინფიცირებულთა 80%-ს 2 კვირის განმავლობაში მძიმე გართულებები არ ჰქონდა. 15% მძიმედ დაავადდა და კონცენტრირებული ჟანგბადი
მათი სუნთქვის აუცილებელ წყაროდ იქცა. 5%-ს სერიოზული გართულებები აღმოაჩნდა. 15% და 5%-ში შემავალი ადამიანები 3-6 კვირის მანძილზე დაინფიცირდნენ.

2. ჩინეთში ამჟამად კვირაში 1.6 მილიონ ტესტს აწარმოებენ და ეს პროდუქცია მზარდია. ახლა, წესისამებრ, ყველას, ვისაც ექიმთან ვიზიტზე აქვს პრეტენზია და გრძნობს, რომ აციებს, აუცილებელია კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს.

3. თითქმის ყველა ინფიცირებულ ადამიანს აქვს გარკვეული სიმპტომები. იშვიათობაა და წარმოუდგენელიც კი შეიძლება იყოს, რომ არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს. ყველაზე ხშირად სიმპტომები თავს იჩენს ინფექციის ორგანიზმში შეღწევიდან 1-3 დღეში.

4. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: სიცხე/ტემპერატურა (88%), მშრალი ხველა (68%). ამის შემდეგ მოდის სისუსტე (38%) და ხველა, რომელსაც ნახველიც ახლავს (33%).

5. სიკვდილიანობა: ჩინეთში ინფიცირებულთა 3.4%-ია გარდაცვლილი. თუმცა, აქვე მინდა მოვიშველიო სულ ახალი სტატია, რომელიც The Economist-ში გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა ისაუბრეს სხვადასხვა ფაქტორზე. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ თავდაპირველად ზუსტად არ იცოდნენ, როგორ უნდა ემკურნალათ ადამიანებისთვის და კონკრეტულად რა მოწყობილობები იყო საჭირო, რომ გაცილებით ეფექტური შედეგი ჰქონოდათ. ამით ხსნიან იმას, რომ ბევრი გარდაცვლილი ჰყავთ. ახლა, როცა უკვე შემუშავებულია მკურნალობის გეგმა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.5-1%-ს შეიძლება გაუტოლდეს. - იტყობინება The Economist-ი.

6. ჩინეთში ინფიცირებულთა 20%-ს მკურნალობა რამდენიმე კვირის მანძილზე დასჭირდა. საწოლების უქონლობის საშიშროების წინაშეც დადგნენ. აქედან გამომდინარე, კორონავირუსი უზარმაზარ ტვირთად იქცა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაზე პირდაპირ ზემოქმედებს.

7. თუ ადამიანს რომელიმე დაავადება გააჩნია ან მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს (მაგ: გულის პრობლემები, დიაბეტი, კიბო, მაღალი არტერიული წნევა, ასთმა და სხვა), მაშინ გარდაცვალების რისკი უფრო დიდია.

8. ხშირად გვესმის, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აქვს ამ ვირუსით დაინფიცირების შანსი. ეს მოდუნების საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს, რადგან არის შემთხვევები, როცა ბავშვებიც ინფიცირდებიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვირუსის გადაცემა იმ ბავშვებზე არ მომხდარა, რომლებიც ეპიდემიის პერიოდში დაიბადნენ.

9. ჩინეთში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ კვირას მკვეთრად ეცემა, რაც 2 რამითაა განპირობებული: ხუბეის პროვინცია მთლიანად არის იზოლირებული (ამგვარი რამ, ცხადია, მხოლოდ ავტორიტეტულ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს). ინფიცირებული პირები არ წყვეტენ კონტაქტს ინტერნეტის საშუალებით და ადამიანები მუდმივად იგებენ ახალ ინფორმაციას.

10. მნიშვნელოვანი რამ: თუ პიროვნებას უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან, მისი დაინფიცირების ალბათობა ჯერ კიდევ 1-5%-ით ფასდება.

11. კომისიამ გააკეთა განცხადება, რომ ჩინეთის ხელისუფლებისა და ექიმების მხრიდან გაწეული ძალისხმევის და დიდი ბრძოლის შედეგად ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ასევე ითქვა ისიც, რომ სხვა ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიასთან დაკავშირებულ მოვლენებზე რეაგირებისთვის თითქმის ისევე არის მზად, როგორც ჩინეთმა მოახერხა.

წყარო: www.nv.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93