რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ავოკადოს ყოველდღე მიირთმევთ

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ავოკადოს ყოველდღე მიირთმევთ
ავოკადო პოპულარული ხილია და შესაძლოა, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც. მაგრამ რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე?
თქვენ შეგიძლიათ შეიყვაროთ ან გძულდეთ ის, მაგრამ მისი სასარგებლო თვისებების უარყოფა შეუძლებელია.
  • ეს სპეციფიკური გემოს მქონე ხილი ჩვენს ჯანმრთელობას მაქსიმალურად უწყობს ხელს. ჩვენ გეტყვით, რა მოხდება მაშინ, თუ ავოკადოს ყოველდღე მიირთმევთ.

მისწრებაა დაბალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისთვის

ეს საკვები შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რაც „ჯანსაღი“ ქოლესტერინის დონეს ზრდის. თუ ყოველდღე მიიღებთ რამდენიმე ნაჭერ ავოკადოს, თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა უფრო ჯანმრთელი იქნება.
გარდა ამისა, ეს ხილი
კიდევ შეძლებს თქვენ გაოცებას. ამიტომ მოგვყევით.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

მწვანე ხილი, რომელიც ჯანსაღია თავისი ბოჭკოვანი სტრუქტურით. უბრალოდ დაფიქრდით: ერთი ცალი ავოკადო დაახლოებით 10 გრამ ჯანსაღ ბოჭკოს სწორედ ამ ბოჭკოვანი სტრუქტურის წყალობით, უზრუნველყოფს ნორმალურად მონელებას.
ასევე, ავოკადო საუკეთესო მეგობარია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.

იმუნიტეტი გაძლიერდება

ავოკადო არაერთ სასარგებლო და მნიშვნელოვან ვიტამინს შეიცავს. მაგალითად, ვიტამინი B აძლიერებს იმუნიტეტს, ვიტამინი C და E კი კიბოს განვითარებას უშლის ხელს.
ხოლო ნაყოფში არსებული ლუტეინი და ზაქსანტინი თქვენს მხედველობაზე იზრუნებს. ეს კომპონენტები დაგიცავთ კატარაქტისა და ყვითელი ლაქებისგანაც.

ძილი გაუმჯობესდება

გაწუხებთ უძილობა? ავოკადო დაამატეთ თქვენს ყოველდღიურობაში.
ფაქტია, რომ ეს მწვანე ხილი მდიდარია მაგნიუმით, რაც ძილის ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს. მიირთვით საღამოობით ავოკადო და ღამით ტკბილად იძინეთ.


წყარო: www.cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93