ენერგიის მოსაკრები 5 პროდუქტი, რომელიც ყავაზე უფრო ეფექტურია

ენერგიის მოსაკრები 5 პროდუქტი, რომელიც ყავაზე უფრო ეფექტურია
თუ ბევრს მუშაობთ, მისდევთ სპორტს და მუდმივად ურთიერთობთ ხალხთან, გასაკვირი არ არის, რომ დაღლობის შეგრძნება ხშირად გქონდეთ. თქვენ მარტო არ ხართ: სტატისტიკის თანახმად, ადამიანების 70-80% ძილის ნაკლებობას განიცდის. ძილი 8 საათის განმავლობაში- შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ცხადია ყოველთვის არ გამოდის. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ენერგია სწორად შერჩეული პროდუქტებისგან (და არა მხოლოდ ყავისგან!). წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას შეგმატებთ.

მწვანე სალათი

ყავა და შაქარი ენერგიის სწრაფად მოკრებაში გვეხმარება, მაგრამ ხშირად ეს ეფექტი იგივე სისწრაფით გადის, როგორც მოვიდა. იმისთვის
რომ ენერგიულად იყოთ, მიირთვით სალათის ფურცლები, მწვანილები, რომლებიც მდიდარია რკინით, კალციუმით, თუთიით, ფოლიუმის მჟავებით, მაგნიუმით, ვიტამინებით: A, C, E და K. კალციუმით და ვიტამინით C- ის ხელს უშლის ანემიის განვითარებასაც. ანემია ხომ დაღლილობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი რაოდენობით უნდა მიირთვათ, მაგალითად: ისპანახი. უბრალოდ ეცადეთ ცოცხალი სალათები მოამზადოთ და ზოგჯერ ე.წ სმუზებიც.

ბანანი

ნახშირწყლები და კალიუმი არასრული ჩამონათვალია იმ საკვები ნივთიერებების, რომელიც ბანანში გვხვდება. მის მირთმევას გირჩევთ ჭამის დაწყებამდე და ასევე ვარჯიშის წამოწყებამდე. კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმს რომ წყალი დააბალანსოს, ნახშირწყლები კი უზრუნველყოფენ ენერგიას რომელიც სავარჯიშოდ გჭირდებათ.


შავი შოკოლადი

შეგიძლიათ გახეხოთ და ტკბილეულს ისე მოაყაროთ. საუკეთესო ვარიანტია შოკოლადი, რომელშიც კაკაოს შემცველობა 75% -ზე მეტია. ეს ორგანიზმს ენერგიას შემატებს, რადგან ის კოფეინის შემცველიც არის.

წყალი

ჯანსაღად რომ იცხოვროთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ წყალია. მისი ნაკლებობა კი დაღლილობისა და საქმის კეთების სურვილის უქონლბის ერთ-ერთი მიზეზია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღოთ, თუნდაც ვიტამინებს არ შეიცავდეს.

ჭარხალი

ეს ბოსტნეული ბუნებრივ ნიტრატებს შეიცავს (რა თქმა უნდა სასარგებლოს ვგულისხმობთ) და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სისხლის ნაკადს ხელს უწყობენ (და მასთან ერთად ჟანგბადსაც) რომელიც თქვენს ტვინს მიეწოდება.

წყარო: www.cosmo.ru

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93