აკნე საკმაოდ გავრცელებული კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა. ის გამონაყარის სახით ჩნდება კანზე და მისი რამდენიმე ფორმა არსებობს. ადამიანების უმრავლესობას ეს პრობლემა გარდატეხის ასაკში აქვს, მაგრამ საკმაოდ ხშირად ის ზრდასრულებშიც გვხვდება.
აკნეს გამომწვევი მიზეზი ძირითადად ჰორმონალური დისბალანსია. პრობლემა წარმოიქმნება თმის ფოლიკულების ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით დახშობის შედეგად, რაც ხშირად ანთებითი პროცესის პროვოცირებას ახდენს.
არსებობს მოსაზრება, რომ აკნე შეიძლება გაართულოს არასწორმა კვებამ. მოერიდეთ მზესუმზირის, მიწის თხილის, ნიგვზიანი საკვების მიღებას. პროდუქტების გარდა, მტვრიანი გარემო და ოფლიანობის მომატებაც ამწვავებს აკნეს. ზაფხულში აკნე განსაკუთრებით პრობლემურია. მასთან საბრძოლველად საჭიროა სპეციალური საშუალებების გამოყენება.
საჭირო მკურნალობის, ჰიგიენური მოვლისა და არასწორი მექანიკური ჩარევის გამო, შესაძლოა, წარმოიშვას აკნეს უფრო რთული ფორმა, რომელსაც გამონაყარის გარდა, ახლავს ლაქები და გაცილებით მსხვილი დეფექტები. აკნეს ამგვარი ფორმით პაციენტების თითქმის 60% იტანჯება.
CETAPHIL 70 წელზე მეტია წარმოადგენს წამყვან ბრენდს, რომელსაც ენდობიან პედიატრები და დერმატოლოგები მთელი მსოფლიოდან. CETAPHIL-ი გთავაზობთ გამწმენდი, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი პროდუქტების ფართო სპექტრს, სხვადასხვა ტიპის კანის ყოველდღიური მოვლისთვის. ასევე, კანის მოვლის პროდუქტებს სხვადასხვა დაავადების დროს. თითოეული პროდუქტის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კვლევებით.
CETAPHIL DERMACONTROL-ის დასაბანი ქაფი ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის (ცხიმის გამომუშავების კონტროლით). სპეციალურად შემუშავებულია ცხიმიანი და პრობლემური, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. ის უზრუნველყოფს კანის სრულფასოვან გასუფთავებას ჭარბი ცხიმისგან, ჭუჭყისგან, ცხიმის გამომუშავების რეგულაციას, ამცირებს კომედონების რაოდენობას. შეიცავს თუთიას, რომელიც არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ხსნის კანის ბზინვარებას. ეხმარება კანს pH ბალანსის შენარჩუნებაში.
CETAPHIL DERMACONTROL SPF 30 - სახის დამატენიანებელი ლოსიონი.
სპეციალურად შემუშავებულია ცხიმიანი და პრობლემური, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. უზრუნველყოფს კანის დატენიანებას 24 საათით, იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
<div class="apester-media" height="558" data-media-id="5eb3ef8927e0f83cb6acd8e1"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>