კისტა საშვილოსნოში - რა უნდა იცოდეთ

კისტა საშვილოსნოში - რა უნდა იცოდეთ
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი. შესაძლოა, წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში. ამდენად, იგი ანომალიური ღრუა, სავსე თხიერი ან ნახევრად თხიერი შიგთავსით. ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან გამოყოფილია სპეციალური კაფსულით და არ არის იმ ქსოვილისა თუ ორგანოს შემადგენელი ნაწილი, სადაც მდებარეობს.

ანომალიური ღრუ შესაძლოა განვითარდეს ინფექციის, ქრონიკული ანთებითი პროცესის, სიმსივნეებისა და ემბრიონის ფორმირებისას, შინაგანი ორგანოების ანომალიური განვითარების შედეგად.

ზოგჯერ ამ წარმონაქმნის განვითარებას მემკვიდრული საფუძველი აქვს.

განირჩევა სხვადასხვა ტიპის კისტა მათი:

  • განვითარების მექანიზმის;
  • მდებარეობისა და ადგილის;
  • არსებობის ხანდაზმულობის;
  • ზომის;
  • შენების;
  • შიგთავსის მიხედვით.

კისტა შესაძლოა წარმოიქმნას ადამიანის სხეულის ფაქტობრივად ნებისმიერ ადგილას, თუმცა მათი საყვარელი ადგილი კანი და საკვერცხეებია.

ჩვეულებრივ, კისტის შეგთავსი ვითარდება ჯირკვლების გამომტანი სანათურების დახშობის შედეგად, როდესაც ღრუში გროვდება სეკრეტი და სითხე.


ჭეშმარიტი და ცრუ კისტა


განირჩევა ჭეშმარიტი და ცრუ კისტები. ჭეშმარიტი კისტების კედელი ეპითელური ქსოვილია, ცრუსი კი – სპეციალური ქსოვილები.


შეძენილი და თანდაყოლილი კისტა


განვითარების მიხედვით, კისტები შესაძლოა იყოს შეძენილი და თანდაყოლილი.

თანდაყოლილი კისტები ვითარდება ორგანოთა და ქსოვილთა არასწორი ფორმირების შედეგად, წარმოიქმნება ემბრიონული განვითარების პერიოდში დარჩენილი არხებიდან და ნაპრალებში. მათი შიგთავსიც ემბრიონულია. ისინი შეიცავს სხვადასხვა ორგანოს ნაწილებს, კბილებს, თმას.

ასეთებია: წინამდებარე ჯირკვლის, დერმოიდული კისტის, ენდომეტრიული კისტის, საკვერცხეების, თირკმელების მრავლობითი კისტები, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ნერვული სისტემის კისტები, აგრეთვე, საოფლე ჯირკვლების განვითარების მანკები.

შეძენილი კისტები ყალიბდება ადამიანის დაბადების შემდგომ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.


როგორ ვითარდება კისტა?


განვითარების მექანიზმის მიხედვით განირჩევა:

  • პარაზიტული;
  • რეტენციული;
  • ტრავმული;
  • სიმსივნური;
  • დეზონტოგენეტიკური კისტები.

პარაზიტული კისტა – ბუშტისებრი წარმონაქმნია, რომელშიც სხვადასხვა პარაზიტული ჭიის მატლებია ჩაბუდებული. ყველაზე ხშირად ეს ექინოკოკი და ცისტიცერკია.

რეტენციული – შეძენილი კისტაა, რომელიც ჯირკვლოვან-სეკრეციულ ორგანოებში ვითარდება იმის გამო, რომ გართულებულია ჯირკვლიდან სეკრეტის ნორმალური და სრული გადინება.

ნორმალური გადინების შემაფერხებელი მიზეზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი მიკროსკოპული ნაგავი, მტვერი ან წვრილი კენჭები. ის ასევე შესაძლოა განვითარდეს თავად სეკრეტის შესქელების გამო ან სიმსივნური ქსოვილით სანათურის დახშობის შემდეგ, რაც იწვევს სეკრეტის სანათურში დაგროვებას, მის გაწელვას და ღრუს განვითარებას წყლისმიერი, ლორწოვანი ან ცხიმოვანი შიგთავსით.

ასეთებია: სანერწყვე, სარძევე, ცხიმოვანი ჯირკვლების, კუჭქვეშა და წინამდებარე ჯირკვლის კისტები.

ტრავმული კისტა ვითარდება ტრავმის შედეგად და გააჩნია იმ ორგანოს კედელი, სადაც მდებარეობს, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ჩვეული ქსოვილი შემაერთებლით შეიცვალოს.

ასეთებია: თითის ფალანგებისა და ხელისგულების, თვალის ფერადი გარსისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ეპითელური კისტები.

სიმსივნურია კისტა, რომელიც სიმსივნური ქსოვილის ზრდით დარღვეული მეტაბოლიზმის შედეგად განვითარებული ერთ ან რამდენიმესაკნიანი ღრუების ადგილას ყალიბდება. ეს ყველაზე ხშირად ხდება ჯირკვლოვან ორგანოებში. ასეთებია: კისტოზური ლიმფანგიომა, კისტოზური ამელობლასტომა და სანერწყვე ჯირკვლების კისტოზური ადენომა.

რამოლიციური კისტები ვითარდება კომპაქტური შენების ქსოვილის დაზიანების შედეგად, მაგალითად, ინფარქტის ან სისხლჩაქცევის. მოგვიანებით ასეთი ქსოვილი რბილდება, თხელდება და გაიწოვება.

ასეთი კისტები აღმოჩენილია ზურგისა და თავის ტვინში. ამავე ტიპისაა საკვერცხის ყვითელი სხეულის კისტა, ძვლისა და კბილის კისტა. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93