როგორ მოვემზადოთ კლიმაქსურ პერიოდთან შესახვედრად?

როგორ მოვემზადოთ კლიმაქსურ პერიოდთან შესახვედრად?
ჩვენში, რატომღაც, ერთგვარ ტაბუდადებულ თემად არის მიჩნეული "კლიმაქსი". ქალბატონებს რცხვენიათ მასზე საუბრის, მამაკაცთა ნაწილს კი აგრესია ან ცინიკური დამოკიდებულება უჩნდება, როცა ამ თემაზე ვინმე საუბრობს. ეს მოსაზრება სუბიექტურად არ გამოგვითქვამს, "მკურნალის" "ფეისბუქგვერდზე" კლიმაქსის შესახებ გამოქვეყნებულ შეკითხვებს მოჰყვება ხოლმე კომენტარები, რის მიხედვითაც ვიგებთ საზოგადოებრივ აზრს.

ბევრს კი მიაჩნია, რომ კლიმაქსი ბუნებრივი მდგომარეობაა და არავითარი საუბარი ამაზე და მით უმეტეს, მკურნალობა არ სჭირდება ამ პერიოდში ქალს.

ჩვენს მკითხველს ხაზგასმით გვინდა ვუთხრათ, რომ "კლიმაქსი" არის ქალის გარკვეული ასაკობრივი
პერიოდის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ იგი
ხშირად ისეთი ძლიერი გამოვლინებებით ხასიათდება, რომ დახმარების გარეშე ქალის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ გვექნება სწორი ინფორმაცია ამ მდგომარეობაზე და სწორად და დროულად ჩავერევით, რათა ჩვენმა ორგანიზმმა განაგრძოს ჯანსაღად ფუნქციონირება.

სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ქალებს აწუხებთ:

  • ალები,
  • ოფლიანობა,
  • ძილის დარღვევები,
  • დეპრესიული მდგომარეობა,
  • ადვილად აგზნება,
  • თავბრუსხვევა,
  • გულისცემის აჩქარება,
  • მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა უბანში,
  • შფოთვა.

ეს ყველაფერი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით, კერძოდ კი, ესტროგენების მკვეთრი დეფიციტით არის გამოწვეული და შესაძლოა, ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინოს თავი.

გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონთა ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს ეკუთვნის: განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93