კორონავირუსით დასნებოვნებულებს არა მარტო სხვადასხვანაირად გადააქვთ დაავადება, არამედ სხვადასხვა ინტენსივობით ავრცელებენ მას. დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დასნებოვნებულებს შორის არსებობენ "სუპერგამავრცელებლები", რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში პასუხისმგებლები არიან COVID-19-ის გავრცელებაზე.
კვლევის თანახმად, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 80% მოდის მხოლოდ ვირუსის მატარებლების 10%-ზე. ამგვარ ინფიცირებულებს მეცნიერები "სუპერგამავრცელებლებს" უწოდებენ.
ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლები აღნიშნავს, რომ SARS-CoV-2 ვირუსით დასნებოვნებულთა ნაწილი შეიძლება პრაქტიკულად უვნებელი იყოს გარშემომყოფთათვის, ხოლო ზოგი ბევრს გადასცემს. ვირუსებისთვის ეს ბუნებრივია.
"სუპერგამავრცელებლების" გამოთვლა მოსახლეობაში შეუძლებელია, სანამ არ დაიწყებს ვირუსის გავრცელებას. მეცნიერები გვთავაზობენ, შევზღუდოთ და აღვკვეთოთ
ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი შეიძლება გახდეს, რადგანაც კორონავირუსი აქტიურად ვრცელდება ადამიანების ნებისმიერი მჭიდრო შეკრების ადგილებში. გაგრძელება