ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების გაანალიზებისას აღმოაჩინეს, რომ წყვილებმა, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ცხოვრების წესი ჩასახვამდე არა რამდენიმე თვით, არამედ რამდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალონ.
მკვლევარების აზრით, ორივე მშობლის დიეტა და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს შთამომავლობის ზრდაზე, განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს აქვს ჭარბი წონა და არასწორად იკვებება, რითაც საკუთარ შვილებს სერიოზული, საშიში დაავადებების, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი და კიბო, რისკის ქვეშ აყენებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში სიმსუქნე ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკს. არასწორმა კვებამ და სიმსუქნემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვის განვითარების პროცესში გენეტიკური, უჯრედული, მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. განაგრძეთ კითხვა