პროდუქტები, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ, ბედნიერების განცდას ნამდვილად აწარმოებენ. თუმცა, თუ თქვენ დეპრესია მძიმე ფორმებში გაქვთ, მაშინ, პირველ რიგში, ექიმის მითითებები უნდა გაითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში, საკვების მიღება, რომლებიც ორგანიზმში სეროტონინის და დოფამინის შემცველობას ზრდის, მხოლოდ გონივრული სტრატეგიაა. თუ თქვენ არ გაქვთ დეპრესია, უბრალოდ ცუდ განწყობაზე ხართ ან ენერგიის ნაკლებობას განიცდით, მაშინ ეს საკვები ნამდვილად გამოგადგებათ იმისთვის, რომ განწყობა გაიუმჯობესოთ.
1. შვრია
ეს პროდუქტი "ჭკვიანი" ნახშირწყლების ჯგუფს მიეკუთვნება. რას ნიშნავს ეს? მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რომელიც თქვენს ტვინზე მოქმედებს. ეს ჯანსაღი მარცვლეული ასტიმულირებს იმ მჟავის წარმოებას, საიდანაც სეროტონინის სინთეზი ხდება.
ასე რომ, თუ დილას შვრიის ფანტელით დაიწყებთ, თავს მხნედ იგრძნობთ და დიდია ალბათობა, რომ დღის განმავლობაში კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.
2. ბანანი
ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საკვები, რომლის მირთმევა შეგიძლიათ, თუ გსურთ ორგანიზმში სეროტონინისა და დოფამინის დონემ მოიმატოს. ბუნებრივია, 10 ბანანიც კი არ განგკურნავთ დეპრესიისგან, მაგრამ ის ენერგიის, ოპტიმიზმის და ჯანმრთელობის ცოცხალი წყაროა.
3. კვერცხი
სისხლში ქოლესტერინის მომატება ვისაც არ სურს, კვერცხი რაციონიდან ამოიღეს. თუმცა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კვერცხი ნაკლებსაზიანოა. პირიქით, ისინი ირწმუნებიან, რომ სასარგებლოა. თუმცა საჭიროა ზომიერების შენარჩუნება და სჯობს მცირე პორციით მიირთვათ, თუ მაინცდამაინც გეშინიათ.
4. შოკოლადი
ამ სიაში შოკოლადის ნახვის იმედი არ გქონდათ? კარგი, ახლა დამშვიდებულ გულზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ გემრიელი საკვებით, განსაკუთრებით კი, დილაობით. კარგი განწყობის შესაქმნელად 30 გრამიც საკმარისია.
სეროტონინის და დოფამინის დონის მოსამატებლად იდეალური ვარიანტია. შოკოლადი ასევე შეიცავს ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას და კოფეინის მსგავს ნივთიერებასაც, რომელიც ენერგიას შეგმატებთ.
5. ანანასი
ხშირად გვავიწყდება, რამდენად კარგია ეგზოტიკური ხილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ანანასი უნდა შევიტანოთ რაციონში მაშინაც, თუ დიეტაზე ვართ. რატომ? აქ მხოლოდ რამდენიმე მიზეზია: ანანასი ამცირებს შფოთვას, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ის მდიდარია C ვიტამინით და სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის. ხელს შეგიწყობთ, რომ უკეთ კონცენტრირდეთ და დავალება შეასრულოთ.
6. ორაგული
თევზი, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ორაგულიც და სკუმბრიაც მდიდარია B ვიტამინით, რაც აუცილებელია სეროტონინისა და დოფამინის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ჩვენს ტვინს სჭირდება ცხიმოვანი მჟავები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ომეგა 3. ისინი აუმჯობესებენ მეხსიერებას, განწყობას და კონცენტრირებაში გვეხმარებიან.
7. კაკალი
ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი სწორედ კაკალია. მას მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ, როგორც საკვებს, სხვადასხვა ქვეყანაში და კმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
განწყობის გაუმჯობესების და ენერგიის შევსების უნარის გამო მას აღმერთებენ. მას ჰუმუსშიც იყენებენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კერძია.
წყარო: cluber.com.ua