ქალების დიდი ნაწილის ექიმ-გინეკოლოგთან მიმართვის მიზეზი საშოდან გამონადენია. ეს უკანასკნელი ფიზიოლოგიური ნორმაა, არც არაჰიგიენურობასა და არც რომელიმე პათოლოგიურ პროცესზე არ მიუთითებს.
გამონადენის რაოდენობა, კონსისტენცია და ფერიც კი ქალის ასაკზე, მისი ჰორმონული ფონის პროფილზე, სქესობრვ ცხოვრებასა და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გამონადენი, პირველი მენსტრუაციიდან მოყოლებული, მენოპაუზამდე ქალისთვის ნორმაა.
საშოდან გამონადენი, ჩვეულებრივ, 10-12 წლის ასაკში ჩნდება. ის ჰორმონულ ძვრებსა და ფიზიოლოგიურ სქესობრივ მომწიფებას უკავშირდება. ამ დროს გამონადენი თხელი და ლორწოვანია, გამჭვირვალე, მოთეთრო ან მოყვითალო ფერის, თითქმის უსუნო. ეს გამონადენი ატენიანებს საშოს კედლებს და იცავს მას ინფექციისაგან. როგორც კი მენსტრუალური ციკლი რეგულარულ ხასიათს შეიძენს (ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდება), გამონადენის ინტენსივობა და ხასიათი იცვლება ციკლის ფაზებზე დამოკიდებულებით.
ფერის გარდა, ყურადღება უნდა მიექცეს გამონადენის კონსისტენციას, რაოდენობასა და სუნს. გამონადენი შეიძლება იყოს თხელი, ჟელესმაგვარი, ხაჭოსებრი ან ქაფიანი.
საზოგადოდ, ლორწოვანი გამონადენი ფიზიოლოგიური ნორმაა. ის სასქესო სისტემის სხვადასხვა ნაწილიდან გამოიყოფა. საშვილოსნოს ჯირკვლები მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში ლორწოს გარკვეულ რაოდენობას გამოყოფენ. გამონადენის წყაროს, საშვილოსნოს გარდა, მისი ყელის ჯირკვლებიც წარმოადგენს; საშოს ლორწოს გამომყოფი ჯირკვლები არ აქვს, თუმცა მისი კედლები მდიდარია ფორებით, რომლებიც ტენს იწოვს, განსაკუთრებით, სქესობრივი აგზნებისას. უფრო მეტი გამონადენი გამოიყოფა გარეთა სასქესო ორგანოთა ჯირკვლებიდან, საოფლე და ქონის ჯირკვლებიდან, ასევე, შარდის გამომტანი მილის (შარდსადენის) სანათურთან და საშოს შესავალთან არსებული (განთავსებული) ჯირკვლებიდან, ყველა ეს გამონაყოფი, რომელსაც უერთდება საშოს ლორწოვანი გარსის აშრევებადი უჯრედები, საშოს გამოსავალთან იკრიბება. აღნიშნულ გამონადენს სუნი არ აქვს, არ ახლავს ქავილი და წვა. ის მწირია და ფიზიოლოგიურად დამახასიათებელია ქალის სასქესო სისტემისათვის. გამონადენი უზრუნველყოფს საშოს მიკროფლორის არსებობას.
კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. თუმცა რამდენადმე მეტი მოცულობის გამონადენია დამახასიათებელი გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისათვის. გამონადენი მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ჩვეულებრივ, მენსტრუაციის დაწყებამდე და მისი დასრულებისთანავე, ასევე, ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ. მცირე გამონადენი ან გამონადენის არარსებობა აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საკვერცხეები; ასევე, ასაკოვან ქალებს გვიან კლიმაქტერიულ პერიოდში (ე.წ. მშრალი საშო).
გამონადენის ნორმიდან გადახრა როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის კუთხით პათოლოგიად განიხილება.
საშოდან გამონადენს ყოველთვის ინფექცია არ იწვევს, ის იცვლება ასევე:
ერთგვაროვანი კონსისტენციის თეთრი გამონადენი, ჩვეულებრივ, ქალებს მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში გამოეყოფათ. ოვულაციის (ფოლიკულის გასკდომისა და კვერცხუჯრედის გამოსვლის ფაზა) პერიოდში გამონადენის რაოდენობა იზრდება. შესაძლოა მოყვითალო ელფერიც შეიძინოს. ციკლის დასასრულს თეთრი გამონადენი შესაძლოა კრემისფერი გახდეს და გასქელდეს. თეთრი გამონადენი საშოდან ინტენსიურად გამოიყოფა სქესობრივი აგზნებისას, სექსის შემდეგ და ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით, პირველ ტრიმესტრში). საყურადღებოა, რომ ნორმისას მას ქავილი, წვა და სხვა სახის დისკომფორტი არ ახლავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქმე შეეხოს ვაგინალურ კანდიდოზს (რძიანას). ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ხაჭოსებრი მოყვითალო-მოთეთრო გამონადენი, რომელსაც ახლავს სასქესო ორგანოთა ძლიერი ქავილი.
ყვითელი ელფერის გამონადენი ნორმის ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა, თუ მისი ფერი ზოგჯერ უჩვეულოა ან კიდევ თან ახლავს მუცლის ქვედა არის ტკივილი, საშოს ქავილი და წვა, ის შესაძლოა პათოგენურ მიკრობთა გააქტივების მანიშნებელი იყოს. საშოდან გამონადენის ყვითელი ფერის პროვოცირებას ახდენს ბაქტერიები - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი. მიზეზად შეიძლება იქცეს იმუნიტეტის დაქვეითება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, მწვავე ვირუსული ინფექცია, ალერგიული რეაქცია, სინთეტიკური საცვლების გამოყენება ან ინტიმური ჰიგიენის წესების დარღვევა. ზოგიერთი ვენერიული დაავადება (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი) ასევე ხასიათდება ყვითელი ფერის გამონადენით და შესაძლოა უსიმპტომოდ წარიმართოს. განაგრძეთ კითხვა