დაღლილი ფეხების სინდრომი, ანუ სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება ქვედა კიდურებში დღეს ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად იქცა, განსაკუთრებით, ქალებში. პრობლემა საკმაოდ შემაწუხებელია და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის ყოველდღიურ აქტივობას. საქმიანობა, რომელიც დღის განმავლობაში ხანგრძლივად ჯდომას ან დგომას მოითხოვს, ეს შეიძლება იყოს საოფისე ან თუნდაც საოჯახო საქმიანობა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება, ტანზე ვიწროდ მომდგარი ტანსაცმელი, როგორიცაა, ჯინსის შარვლები, ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორებია. ზაფხულის ცხელი პერიოდი კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
საინტერესოა, რატომ ხდება ასე? საქმე ის გახლავთ, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიც სიარულია, წვივის კუნთების რიტმულ შეკუმშვას და ვენური სისხლის ადინებას უზრუნველყოფს. ხანგრძლივი ჯდომა, უძრავად დგომა, ასევე, მაღალქუსლიანი ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის ტარება კი, პირიქით, ვენური სისხლის მიმოქცევას ანელებს. სწორედ ეს იწვევს სიმძიმის, დაღლილობის, სიმხურვალის შეგრძნების გაჩენას ქვედა კიდურებში, რაც ჯანმრთელ ადამიანსაც კი შეიძლება დაემართოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი სიმპტომები მაშინაც ჩნდება, როცა ვენის კედლის ან სარქვლების პრობლემა არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომები უყურადღებოდ არ დავტოვოთ. ასეთ შემთხვევებში ექიმები გვირჩევენ:
ეს პრობლემა დღეს ძალიან აქტუალურია და შესაბამისად, სამკურნალო საშუალებებიც მრავალფეროვანია. ქვედა კიდურებში სიმძიმის, დაღლილობისა და სიმხურვალის მოსახსნელად ეფექტურია ადგილობრივი საშუალებები და ამ მხრივ დღეს დიდი არჩევანი არსებობს. თუმცა ისეთი პროდუქტის შერჩევა, რომელიც ყველა საჭირო მახასიათებელს: ხარისხს, ეფექტს, გამოყენების კომფორტულობას და ხელმისაწვდომ ფასს აერთიანებს, მარტივი ნამდვილად არ არის.
ადგილობრივი საშუალებების არჩევისას ერთი-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ისიც, რომ სიმძიმის მოხსნასთან ერთად კრემს დამატენიანებელი, მკვებავი ეფექტიც ჰქონდეს. თითოეული ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კი მაღალკვალიფიციური კომპანიები ზრუნავენ და ისინი მხოლოდ ერთი რომელიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებას არ ცდილობენ. მაგალითად, თითოეული ეს საჭიროება გაითვალისწინა ფრანგულმა კომპანიამ „სერვიემ“ და კოსმეტიკის სფეროში წამყვან ფრანგ ექსპერტებთან ერთად შექმნა „სედრალექსი“ - კრემი მსუბუქი ფეხებისთვის, რომელიც სიმძიმის მოხსნის ეფექტთან ერთად პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკური პროდუქტის თვისებებს აერთიანებს.
„სედრალექსი“ უნიკალური ინგრედიენტის - კორსიკული ლიმონის ექსტრაქტზეა დამზადებული. ეს უკანასკნელი მატონიზირებელი და ანტიოქსიდაციური ნივთიერებებით მდიდარი იშვიათი ხილია, რომელიც მხოლოდ კუნძულ კორსიკაზე მოდის და გამორჩეული გამაჯანსაღებელი თავისებურებების გამო „ხმალთაშუა ზღვის მარგალიტსაც“ უწოდებენ. სწორედ ამ ინგრედიენტის წყალობით, „სედრალექსი“ წასმისთანავე ხსნის დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში და ამასთან, მყისიერად აგრილებს კანს, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში. მატონიზირებელ ეფექტთან ერთად "სედრალექსი" ინტენსიურად ატენიანებს კანს და შედეგად ის საოცრად ნაზი და გლუვი ხდება. ამას თან ერთვის სასიამოვნო გრილი ციტრუსოვანი არომატი, არაცხიმოვანი, სასიამოვნო ტექსტურა და სწრაფი შეწოვის უნარი, რაც მის გამოყენებას სასარგებლოსთან ერთად საოცრად სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის. ამრიგად, „სედრალექსი“ პრაქტიკულად ყველა იმ მახასიათებელს აერთიანებს, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია: პრემიუმ ხარისხი, დისკომფორტის ეფექტური მოხსნა, მყისიერი გაგრილება, ინტენსიური დატენიანება, სასიამოვნო არომატი და ხელმისაწვდომი ფასი.
"სედრალექსის" გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნების მოხსნა, ინტენსიური გამაგრილებელი და დამატენიანებელი ეფექტის მიღება გსურთ, ასევე, შხაპის ან გარუჯვის შემდგომ გამომშრალი კანის ინტენსიური გაგრილებისა და დატენიანებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია დღეში ოთხჯერ.
ინგრედიენტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი მოხმარება თავისუფლად შეუძლიათ ორსულ ქალბატონებსაც.
ქალებისთვის ხარისხთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მისი კომფორტულობაც. „სედრალექსი“ კი 150 მლ-იან შეფუთვასთან ერთად ხელმისაწვდომია კომპაქტური, 75 მლ-იანი ტუბის სახით, რაც მოსახერხებელია ხელჩანთაში მოსათავსებლად.