მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი - ეს ის ნიშნებია, რომლებსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში, მაშინ, როცა ბავშვის ძირითტად რაციონს სწორედ რძე და მასზე მომზადებული პროდუქტები შეადგენს.
ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა, ანუ იგივე რძის შაქარი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა, ლაქტოზა მონაწილეობს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას.
როგორც წესი, ლაქტოზის აუტანლობა ბავშვობის ასაკში ვლინდება. განსაკუთრებით ხშირი ლაქტოზის აუტანლობა დღენაკლულ ბავშვებშია. წარმოშობის მიხედვით ის შეიძლება იყოს პირველადი. ეს მსოფლიოში ლაქტაზის დეფიციტის ყველაზე ხშირი ფორმაა. ამ ტიპის დეფიციტი გენეტიკურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეორადი ლაქტაზის დეფიციტი მოზრდილ ასაკში ვლინდება და მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკოთერაპია ან ქიმიოთერაპია. თუმცა მეორადი ლაქტაზის დეფიციტი, როგორც წესი, უმეტესწილად დროებითია და პირველადი დაავადების სიმძიმეს უკავშირდება. ასევე არსებობს მემკვიდრული ლაქტოზის აუტანლობა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე ვლინდება.
თუ თქვენ ან თქვენს პატარას რძის მიღებიდან ნახევარ საათში აღგენიშნებათ შემდეგი ნიშნები, რომლებიც საკმაოდ მკვეთრია და რომლებიც არასდროს რჩება ყურეადღების მიღმა, თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ:
R