მენსტრუალური ჭიქა - რა არის და როგორ გამოვიყენოთ

მენსტრუალური ჭიქა - რა არის და როგორ გამოვიყენოთ
ამ ბოლო დროს ქალების სამყაროში ახალი პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთა და ბიუჯეტური მენსტრუალური ჭიქა გამოჩნდა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მენსტრუაციის გამო გამოწვეულ დისკომფორტს თავიდან აგარიდებთ.

ნახეთ, ყველაფერი მენსტრუალურ ჭიქაზე.


რა არის მენსტრუალური ჭიქა?

  • ეს არის ახალი გამოგონება რთული და დამღლელი ქალური დღეებისთვის, რომელიც მოხერხებული და დამყოლი მასალისგან არის დამზადებული. ჭიქა ქალბატონებს ტამპონის ან საფენის მაგივრობას უწევს. მენსტრუაციის დროს, ქალები მას ვაგინაში ათავსებენ და ჭიქა 12 საათის განმავლობაში არ საჭიროებს დაცლას, ის აგროვებს სისხლს და დღის ბოლომდე
    თავისუფლად ძლებს.

შეიძლება მენსტრუალური ჭიქიდან სისხლმა გამოჟონოს?


რა თქმა უნდა არა, ჭიქა სპეციალური მასალისგან არის დამზადებული, მარტივად დრეკადი და მოსახერხებელია, სისხლის დაღვრის ალბათობა კი მინიმალურია. 43-მა ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მენსტრუალური ჭიქა იმაზე სანდო და მოსახერხებელია, ვიდრე ნებისმიერი ტამპონი და საფენი.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

  • ციკლის დაწყებისას, კარგად გარეცხავთ ჭიქას, გადაკეცავთ და ვაგინაში მოათავსებთ, ჭიქა ზუსტად ჩაჯდება ვაგინის კედლებში და ნებისმიერი უხერხული მოძრაობის მიუხედავად დაცული იქნებით, დღის ბოლოს კი დაცლით, გარეცხავთ და კვლავ მეორე ხმარებისთვის მოამზადებთ ჭიქას.

ჭიქა გამოიყენება ქალწულობის შემთხვევაშიც და ამ სფეროში გამოცდილი ქალბატონების რჩევით, შესაძლოა პირველ გამოყენებაზე არაკომფორტულად იგრძნოთ თავი, თუმცა ეს მხოლოდ პირველია და დანარჩენი დღეებში დისკომფორტი სრულიად გაქრება.

გამოიყენება თუ არა მენსტრუალური ჭიქა ცურვისას?

  • თქვენ შეგიძლიათ ჭიქა ცურვამდე და მას შემდეგ გამოიყენოთ, წყალში ჭიქით ჩასვლა არ არის რეკომენდებული.

მენსტრუალური ჭიქა ყველაფერთან ერთად ეკო-მეგობრული პროდუქტია. წელიწადში საშუალოდ 16, 000 ტამპონი და საფენი იხარჯება, ჭიქა კი ბიუჯეტური, ეკო-მეგობრული და მოსახერხებელია. მისი გამოყენება მრავალჯერადათ შეგიძლიათ და რაც მთავარია, ყველა ქალბატონისთვის სხვადასხვა ზომის ჭიქა არსებობს, რა თქმა უნდა, ზომასთან ერთად, მასში სისხლის ტევადობის რაოდენობაც ცვალებადია.

წყარო:cosmopolitan.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93