სესილი ცხოვრების აქტიურ, სპორტულ წესს 9 წლის განმავლობაში მისდევდა. ყოფილი ჩოგბურთელი ახლა 3 წლის პატარას დედაა, მისი სამუშაო გრაფიკი კი მჯდომიარე, პასიური და ნაკლებად დატვირთულია.
“ - მიუხედავად იმისა, რომ დიდი წონა არ მაწუხებდა, თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი ზედმეტი კილოგრამების გამო. ამიტომ ხშირად ვიცავდი სხვადასხვა დიეტას, თუმცა წვალებით დაკლებულ კილოგრამებს დიდხანს ვერ ვინარჩუნებდი”, - ამბობს სესილი.
კომპანია NL International-ის შესახებ ორი წლის წინ გაიგო და დეტალური ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. ძიების პროცესში სესილიმ აღმოაჩინა, რომ კომპანიის ფუნქციური საკვები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით იყო გაჯერებული, ვიტამინების კომპლექტისა და გემრიელი სასმლის საშუალებით კი მისი სხეულის გარშემოწერილობა თანდათან მცირდებოდა.
ორი წელია სესილი ყოველდღიურად მოიხმარს ენერჯი დიეტის კოქტეილებს, თუმცა ამას უკვე არა გახდომის, არამედ პროფილაქტიკისა და პროდუქციისადმი სიყვარულის გამო აკეთებს.
“ - მე მომწონს კოქტეილების გემო, ჩემს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. მომიწესრიგდა ძილისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობის რეჟიმი, თავს ვგრძნობ უფრო ენერგიულად და რაც მთავარია, შიმშილის გრძნობა არ მაწუხებს. არ ვიღებ ზედმეტ, უსარგებლო ნახშირწყლებს და ვიკვებები მხოლოდ ჯანსაღად. რასაკვირველია, კვებითაც აუცილებელია ხელის შეწყობა, რადგან მხოლოდ კოქტეილების მიღება არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, აუცილებლად ვიღებ დღეში 2 ლიტრამდე წყალს.”
სესილი პერიოდულად იტარებს ანალიზებს და მისი ჯანმრთელობა, ჰორმონები თუ სისხლში შემავალი ნივთიერებები სრულ წესრიგშია. ჭარბ წონასთან მრავალწლიანი და სტრესული ბრძოლა სულ რაღაც ორ კვირაში დაასრულა და ახლა პროდუქტს სხვა მომხმარებლებსაც სთავაზობს.
ფუნქციური საკვების გარდა, NL International-ის კოსმეტიკურ და თავის მოვლის საშუალებებსაც იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისთვის მთავარი ნაწარმის სანდოობა, სიჯანსაღე და მისაღები ფასია.