საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, ამ პროცესის შემცირება კი შეუძლებელია: ძილის დროს ხდება უჯრედების აღდგენა, ტვინი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, ამავდროულად ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსინები. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ბევრმა არ იცის როგორ უნდა დაიძინოს სწორად. მეტიც, ბევრი ამაზე არც დაფიქრებულა!
თუკი უფრო ღრმად დაინტრესდებით ამ საკითხით, აღმოაჩენთ რომ კარგი ძილი მთელი დღის განმავლობაში ენერგიით დაგმუხტავთ. იმისათვის რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, უნდა იყოთ დარწმუნებული თქვენი დასვენების ხარისხში, უბრალოდ მთავარია იცოდეთ როგორ დაწვეთ სწორად.
ძილის პოზები და რაზე აისახება
- გაიხსენეთ, როგორ პოზაში იძინებთ, ვარიანტები ბევრია, შეეცადეთ გაიხსენოთ როგორ პოზაში წვებით: მუცელზე, ზურგზე თუ გვერდზე?
ზურგზე ძილი
- საკმაოდ დიდ ხანს დარწმუნებულები იყვნენ რომ ეს ყველაზე სასარგებლო პოზა იყო, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა: ძილის ამ პოზას როგორც აღმოჩნდა სწორად არ მიიჩნევენ. კოსმეტოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ზურგზე ძილი სახის ტრავმირებას აგაცილებთ თავიდან, თუმცა ამის გარდა სხვა ბევრ ნიუანსს გადააწყდები: როცა ზურგზე გძინავთ, ტვინიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესი უარესდება, სუნთქვა უფრო ძნელდება, შედეგად ხვრინვას იწყებთ, ამასთანავე თქვენი ხერხემლისთვის ეს ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.
გადაწყვეტილება: თუკი ზურგზე ძილი გინდათ, მაშინ წარმოიდგინეთ სავარძელში მოგიწიათ დაძინება, ისე უნდა დაფიქსირდეს თქვენი ზედა ტანი, რომ თითქმის მჯდომარე მდგომარეობა მიიღოს. მუცელზე ძილი
- ზურგზე ძილზე უარესი სწორედ მუცელზე ძილია. განსაკუთრებით წელისა და კისრისთვის არის საგანგაშო. ტოქსინები ამ დროს ტვინიდან საერთოდ არ გამოიდევნება, ხოლო სუნთქვა გართულებულია.
გადაწყვეტილება: თუკი რეგულარულად მუცელზე გძინავთ, შეეცადეთ ბალიშის გარეშე დაძინება, სულ მალე თვითონვე შენიშნავთ როგორ მცირდება კისერზე დატვირთვა.გვერდზე ძილი
- ყველაზე სწორი და მოსახერხებელი პოზიცია ძილისთვის. ხერხემალი არ დეფორმირდება, ტოქსინები აქტიურად გამოიდევნება, სუნთქვა ნორმალურად მიმდინარეობს, ბალიში ისეთი სიმაღლის უნდა იყოს, რომ თავი და კისერი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაფიქსირდეს.
როგორ გავაუმჯობესოთ? ბალიში ამოიდეთ ფეხებს შორის, პლედს აქცევთ ხოლმე ფეხებს შორის? ეს სრულია შემთხვევით ნამდვილად არ ხდება: ასეთ მდგომარეობაში ხერხემალი ყველაზე კომფორტულადაა.ბალიშის ხრიკი საკმაოდ პოპულარულია იაპონელებში, ამ ბალიშებს დაკიმაკურა ეწოდება, ის არის სიგრძივი ფორმის და მისი ჩახუტება ძილის დროს საკმაოდ კომფორტულია, ადრე კი მათი ჩანაცვლება დაწნული კალათებით ხდებოდა, ძილისთვის მისაღები ფორმით, ამ მეთოდით ხერხემალი თქვენი მადლიერი დარჩება, იცოდით ეს ინფორმაცია?
წყარო: sovkusom