იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები რაციონის გადახედვისკენ მოგვიწოდებენ და გვირჩევენ მივიღოთ იოდის შემცველი პროდუქტები. კერძოდ, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, იოდიზირებული მარილი.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა წყალმცენარეები და თევზის ქონი. იოდს შეიცავს ნიორი, ლობიო, წიწაკა, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, კომბოსტო და კარტოფილი. ყველამ როდი იცის, რომ იოდშემცველ პროდუქტებს მიეკუთვნება პური, რძე და რძის პროდუქტები. აღნიშნული პროდუქტების რაციონში ჩართვა ყოველდღიურადაა აუცილებელი, რამეთუ იოდი სხეულში თავისთავად არ გამომუშავდება.
წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იოდის დღიური მინიმუმი 50 მკგრ-ია, 1-7
წლამდე - 90 მკგრ, 7-12 წელი - 120 მკგრ, 12 წელზე მეტი ასაკის პირებისათვის - 150 მკგრ. გაგრძელება