მშობიარობა 40 წლის შემდეგ

მშობიარობა 40 წლის შემდეგ
დღეს აღარავის აკვირვებს ქალების გადაწყვეტილება, იმშობიარონ 40 წლის შემდეგ. როგორ აისახება დედობა ქალის გაახალგაზრდავების პროცესზე და საერთოდ, რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს მდგომარეობა მათთვის, ვინც 40 წელს გადააბიჯა? ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ქეთევან ადამიას ვესტუმრეთ.

- ქალბატონო ქეთევან, შესაძლოა თუ არა, ასაკი დედობისათვის დაბრკოლებად იქცეს?


- დღეს სულ უფრო მეტი ქალი ქმნის ოჯახს საკმაოდ მოზრდილ ასაკში და დებს ბავშვის გაჩენას იმ დრომდე, სანამ თავად მყარად არ დადგება ფეხზე. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები,
მაგრამ უდავოა ერთი რამ: ამ დროს მათ ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, გაიხანგრძლივონ ახალგაზრობა და, მიუხედავად ასაკისა, ისიამოვნონ ცხოვრების საჩუქრებით.

- ხომ არ გახშირდა ბოლო ხანს გვიანი მშობიარობა?

- ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში 30-დან 39 წლამდე ასაკის პირველმშობიარეთა რაოდენობამ 2-ჯერ და მეტად მოიმატა. ამავე პერიოდში 50%-ით მოიმატა 40 წელს გადაცილებული პირველმშობიარე ქალების რიცხვმა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, როდესაც ქალს 30 წელი უსრულდებოდა, მისი ბიოლოგიური საათი განგაშის ზარს რეკდა. დღეს პირველი სიგნალი 35-40 წლის შემდეგაც კი არ ისმის. თანამედროვე ქალების უმრავლესობას 35-40 წლის შემდეგ ყველაზე აქტიური პერიოდი უდგება - აღწევენ პროფესიულ წარმატებებს, მისდევენ სპორტს, თავს უვლიან და მშვენივრად გამოიყურებიან. სწორედ ამ დროს იღებენ ისინი გაწყვეტილებას, გააჩინონ პირმშო ან დიდი ხნის შესვენების შედეგ - მეორე შვილი და ახალი ოჯახიც კი შექმნან. არცთუ იშვიათად გვიანდელი ორსულობა არა დაგეგმვის, არამედ გვიანი ქორწინების შედეგია, ზოგჯერ კი უშვილობასთან მრავალწლიანი ბრძოლა მხოლოდ ამ ასაკში გამოიღებს ხოლმე შედეგს.

- რამ განაპირობა იმ ზღვრის აწევა, რომელიც მშობიარეთა ასაკს ზღუდავდა?

- ამის ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოებაა. თუ თქვენ უკვე გადალახეთ 40 წლის ზღურბლი და გეშინიათ, რომ დედობის სიხარული თქვენთვის უკვე დაკარგულია, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. 40 წლის ქალების გამოკვლევამ, რომელიც მშობიარობამდე ტარდება, გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვების დაბადების ალბათობა მინიმუმამდე შეამცირა და 20 წლის ქალების დონემდე დაიყვანა. დღეს არსებულმა კონტრაცეფციის შედარებით უსაფრთხო მეთოდებმა და იმ ქალების აქტიურობამ, რომლებმაც პირველად 40 წლის შემდეგ იმშობიარეს, ხელი შეუწყო საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელებას, რომ მშობიარობა გვიანი არასდროს არის. მეტიც - ის დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მთავარია დედობისადმი თქვენი დამოკიდებულება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ გვიან ორსულობას სარგებლობა მოაქვს ქალისთვის, თუმცა კი მცირე ხნით ასუსტებს მის ჯანმრთელობას.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93