რატომ უნდა გადაწყდეს წონის პრობლემები არა დიეტით, არამედ გონებით

რატომ უნდა გადაწყდეს წონის პრობლემები არა დიეტით, არამედ გონებით
დროდადრო ყველას გვიჩნდება სურვილი, შევჭამოთ მავნე პროდუქტები ან სულაც ღამით ავდგეთ და მაცივარში არსებული კერძები მივირთვათ, შემდგომ კი ძალიან ცოტას მივირთმევთ. რა მიზეზით ვიქცევით ასე და რამდენად საგანგაშოა ორგანიზმის ასეთი "ქმედებები", ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების შეხედულებით.

რა არის კვებითი აშლილობა

  • ეს არის ქმედების გაუცნობიერებელი სინდრომი, რომელიც საკვების მიღების დარღვევას უკავშირდება. ამ შემთხვევაში ორი უკიდურესობა არსებობს: ერთი, როცა ყველაფერს ჭამს, რაც გზად შეხვდება და მეორე, რომელიც არაფერს ეკარება, "ძალიან მსუქანი ვარ და დიეტა მჭირდება სასწრაფოდ" ტიპური კვებითი აშლილობის
    ნიშანია. ბულემია, ანორექსია საკმაოდ რთულად განკურნებადია. შესაბამისად, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის დიეტების დანიშვნა არ არის სწორი. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგების ჩართვა, რომელიც შემდგომ უნდა გაკონტროლდეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

საკვები არ არის პრობლემა, გადაწყვეტილების მიღებაა პრობლემა

  • არსებობენ ადამიანები, რომლებიც განიცდიან გარშემო არსებულ მდგომარეობას. მაგალითად, 32 წლის ანა, რომელიც არ არის დაოჯახებული, საღამოს შეხვდა მეგობრებს, რომელთაც მეუღლეები და შვილები ჰყავთ უკვე. ანა ღამით დანაღვლიანებული ბრუნდება სახლში, სადაც არავინ ელოდება, დეპრესიული ფონი კი უბიძგებს მაცივრისკენ წასვლას, სადაც გემრიელი შოკოლადის ტორტი ელოდება. ამას დაამატებს ცომეულს, რომელიც მაცივარში შემორჩა და შემდგომ დივანზე გადაინაცვლებს თვითგვემის შეგრძნებით, რომ ბევრი ჭამა და ხვალიდან ვარჯიშს დაიწყებს. გაახსენდება დედის სიტყვები, რომ 5 კგ-ით მეტი არავის მოეწონება, ყოფილ მამაკაცსაც დაშორდა და ახლა მარტოა დარჩენილი. გადაწყვეტს, მიხედოს თავს, თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და ორ-სამ დღეში ისევ ღამით, 12-ზე მაცივრის გაღებით დასრულდება. პრობლემა არა წონაშია ან მის დაკლებასა თუ მომატებაში, არამედ ფსიქიკაში, რამდენად მზად ხართ, მიიღოთ გადაწყვეტილება და მიჰყვეთ მას ბოლომდე.

რა შუაშია ფსიქიკა

  • ყველა ადამიანს აქვს ურთიერთობის სამი სფერო: საკუთარ თავთან (მე + მე), დამოკიდებულება ახლობლებთან (მე + შენ) და საზოგადოებასთან (მე + სამყარო). ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. ეს სამი შემადგენელი კომპონენტი არის ფუნდამენტი, კედელი და სახურავი. კვებითი აშლილობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი თავის პატივისცემის აღმოჩენა, საკუთარი სხეულისადმი სიყვარული და ახლობლების მხარდაჭერა იმისათვის, რომ ეს პრობლემა დროულად და ეფექტურად დაძლიოთ. დაიმახსოვრეთ, პრობლემას ვერ გადაჭრით შოკოლადით ან სასუსნავით, ყველას თავისი პრობლემა აქვს, რომელსაც უნდა მიაგნოთ და გადაჭრათ.

როგორ მოვიქცეთ?

  • პირველ რიგში, აღიარეთ, რომ პრობლემა გაქვთ. დაფიქრდით, რა გაწუხებთ, რატომ ხართ ცუდად, როდის ხართ უბედური. აღდგენითი პროცესი ორ ეტაპად უნდა დაიყოს: პირველი, როცა გადაწყვეტ ვინ ხარ და რას წარმოადგენ ცხოვრებაში და დაარეგულირო საკუთარ თავთან ურთიერთობა; მეორე ეტაპი - როცა უნდა დაალაგო სხვებთან ურთიერთობა და ზოგადად, სამყაროსთან, რომელშიც გიწევს ცხოვრება.

შესაძლებელია მარტო გამკლავება?

  • რთულია საკმაოდ, თუმცა, თუკი ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, მაშინ შესაძლებელია. ძირითადად, ამ პრობლემების გადაჭრაში ოჯახის წევრები, მეგობრები, პარტნიორები თამაშობენ დიდ როლს, მათი მხარდაჭერა და სიყვარული კი სწრაფი რეაბილიტაციის გარანტიაა.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93