შემოდგომაზე ორგანიზმი ახალ სეზონთან ადაპტაციის პერიოდს გადის, ხოლო ჰორმონი ესტროგენი "ძილის რეჟიმში" გადადის და თმის აქტიურ ზრდას აფერხებს, რამაც შესაძლოა ცვენა გამოიწვიოს. როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი ექსპერტების რჩევით?
არის თუ არა განსხვავება მამაკაცისა და ქალის თმას შორის?
- ანატომიურად მამაკაცის თმას უფრო მყარი სტრუქტურა და სისქე გააჩნია. ასევე, უფრო ხანმოკლე თმის ზრდის ფაზებით გამოირჩევა. ტესტოსტერონის დიდი რაოდენობა მამაკაცებში ცხიმის დიდი რაოდენობით გამოყოფას იწვევს, ვიდრე ქალებში, ქალის ჰორმონი ესტროგენი კი თმის ფოლეკულებს უხანგრძლივებს სიცოცხლეს.
რა იწვევს თმის ცვენას?
- საშუალოდ დღეში 50-დან 100 ღერამდე თმას ვკარგავთ. თუკი შენიშნეთ თმის უფრო დიდი რაოდენობით ცვენა ან სებორეის ნიშნები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. პათოლოგიური ცვენის მიზეზი შესაძლოა იყოს სტრესი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონალური დისბალანსი, ტოქსინები ორგანიზმში, მიკროელემენტებისა და რკინის დეფიციტი, ცუდი ეკოლოგია, თმის ქიმიური დაზიანება, მედიკამენტების უკუჩვენებები, ალოპეცია კი ძირითადად, გენეტიკასთან, არის კავშირში. მამაკაცებში თმის ცვენა და სიმელოტე ძირითადად მამაკაცის ჰორმონის შემცველობით არის გამოწვეული.
როგორ შევამციროთ თმის ცვენა შემოდგომაზე?
- შეარჩიეთ უფრო მსუბუქი შემცველობის თმის საღებავები, მოერიდეთ საშრობის ხშირ გამოყენებას, ხშირად დაივარცხნეთ თმა. თმის დავარცხნა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს თავის კანთან მიმართებით და იწვევს კანის ცხიმის თანაბარი რაოდენობით გამოყოფას. არ დაიბანოთ თავი ძალიან ცხელი წყლით, მოერიდეთ თმის სარჭების ზედმეტად ხშირ გამოყენებას, გამოიყენეთ სეზონის შესაფერისი თავსაბურავები.
როგორ ვუმკურნალოთ თმის პრობლემას?
- თავის კანის მკურნალობისთვის ინიექციური მეთოდები გამოიყენება, მეზოთერაპია, ლაზერული მკურნალობა და ელექტროტრიქოგენეზი, რომელიც არამარტო აჩერებს თმის ცვენას, არამედ ხელს უწყობს ზრდას. ლაზერი ზოგადად გამოიყენება არამარტო სერიოზული თმის ცვენის პრობლემის აღმოსაფხვრელად, არამედ თმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც. შედეგად რეგულირდება თმის ცხიმის გამოყოფის პრობლემები და თმას პირვანდელი სიჯანსაღე და სილამაზე უბრუნდება.
წყარო:cosmo