აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ შემთხვევისთვის, თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ და მკურნალობა სახლის პირობებში მოგიწევთ:
"სახლში კოვიდით მკურნალობასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა, რომ მას მსუბუქად გადაიტანთ, არის!! ბევრად!! მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა; ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას, დიდი ალბათობით, არ მიიღებთ.
ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან (როგორც ჩანს კონტაქტზე გასვლა და რჩევის მიღება ხშირად ვერ ხერხდება) ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით.
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი-გამონაკლისი, როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას). ვრცლად