კორონავირუსული ინფექციის სხვადასხვაგვარი შემთხვევა გვხვდება - დაწყებული უსიმპტომოდან, მძიმე ფორმით და ლეტალური გამოსავლით დასრულებული. საბედნიეროდ, უსიმპტომო და მსუბუქი ფორმა გაცილებით მეტია - თითქმის 80%-მდე. თუმცა არის დაავადების მძიმე მიმდინარეობაც, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რათა მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ გართულებები.
მძიმე ფორმის დროს განვითარებულ პოლიორგანულ უკმარისობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის არის ჰიპერკოაგულაცია (სისხლის შედედების გააქტიურება) და სისხლის მიმოქცევის მიკრო და მაკროცირკულატორულ სისტემაში თრომბების წარმოქმნა. მძიმე შემთხვევებში კი ვითარდება ე.წ. დიკ-სინდრომი (სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი), რაც სიკვდილის მიზეზი ხდება (გარდაცვლილთა 71%-ს ეს სინდრომი აღენიშნებოდა). ამასთან, მძიმე გამოსავლის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა დ-დიმერის და პროთრომბინის მატება პარალელურად ფიბრინოგენის კლებასთან ერთად დაავადების მე-10-მე-14 დღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჭიროა ამ მაჩვენებლების მონიტორინგი. დ-დიმერის მატება (1 მკგ/მლ-ზე მეტად) გარდაცვალების ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია ამ პაციენტებში.
სწორედ ამიტომ COVID-19-ის მქონე პაციენტებში დაიწყეს ანტიკოაგულანტების გამოყენება. უპირატესობას ანიჭებენ ჰეპარინს იმის გამო, რომ მას აქვს არა მხოლოდ ანტიაკოაგულანტური, არამედ ანტიანთებითი მოქმედებაც (ამსუბუქებს ანთებას ფილტვებში და აუმჯობესებს ოქსიგენაციას), აგრეთვე - პოტენციურად - აქვს ანტივირუსული მოქმედებაც.
ჰეპარინი შლის თრომბებს ორგანოთა მიკროცირკულარულ ქსელში, განსაკუთრებით ეფექტურად კი - ფილტვების სისხლძარღვებში. ანტიკოაგულანტების გამოყენება პროპორცულად იწვევს სიკვდილიანობის შემცირებას კოვიდ-დაავადებულებში. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც დიკ-სინდრომის სხვა შემთხვევებში, პაციენტებში პროგრესირებს ჰიპოკოაგულაციური ფენოტიპი და ფიბრინოგენი იწყებს დაქვეითებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია ანტიკოაგულანტის გამოყენების შეწყვეტა. შეძლებისდაგვარად კარგი იქნება თრომბოელასტოგრაფიის, კოაგულოგრამის კვლევა და ამის საფუძველზე გადაწყვეტა - მოიხსნას თუ არა ანტიკოაგულანტები. რიგ შემთხვევებში, განვითარებულ პრობლემებს ემატება ხოლმე ანტითრომბინ-3-ის დეფიციტის განვითარებაც, რაც შეუძლებელს ხდის ჰეპარინის გამოყენებას. არაერთი სამედიცინო დაწესებულება გადავიდა ბივალირუდინის გამოყენებაზე.
რაც შეეხება ჰეპარინის ანტივირუსულ ეფექტს, იგი მოქმედებს ზედაპირულ ცილებზე და ვირუსის უჯრედთან მიწებების შეფერხებას იწვევს.
იმის გამო, რომ თითოეული პაციენტის კოაგულაციური მაჩვენებლები გამუდმებით ცვალებადობს, აუცილებელია ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებების ინდივიდუალურად და გააზრებულად მიღება.
დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას: