როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია და რას გვიჩვენებს ისტორია - ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია და რას გვიჩვენებს ისტორია - ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები
ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. მას შემ­დეგ მთე­ლი მსოფ­ლიო უჩ­ვე­უ­ლო და გან­სხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს. ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს, ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, კა­რან­ტი­ნი და სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვაა და­წე­სე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­აა. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა კი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლად იქცა.

ვირუს­მა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექტსა და ყვე­ლა სფე­რო­ზე, გა­კოტ­რდა არა­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი.

ყო­ვე­ლი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც ახლა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით
ადა­მი­ანს აწუ­ხებს, არის ის, თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია და რო­დის შევ­ძლებთ ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბას.

გა­დავ­ხე­დოთ ის­ტო­რი­ას და ვნა­ხოთ, რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი პან­დე­მი­ე­ბი:

შავი ჭირი


შავი ჭირი მსოფ­ლი­ოს მე­თო­თხმე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ე­დო. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, და­ა­ვა­დე­ბამ გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 200 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ეპი­დე­მია ზო­გან დღემ­დე იჩენს ხოლ­მე თავს, თუმ­ცა, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მისი გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ბო­ლოს შავი ჭი­რის ეპი­დე­მია 2017 წელს მა­და­გას­კარ­ში გავ­რცელ­და, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 170 კი გარ­და­იც­ვა­ლა.
შავი ჭი­რის ეპი­დე­მია, რო­მელ­საც "შავი სიკ­ვდი­ლის“ ეპი­დე­მი­ა­საც უწო­დე­ბენ, მე-14 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან გავ­რცელ­და და 1351 წელს დას­რულ­და. ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი წერს, რომ ეპი­დე­მი­ამ იმ­ჟა­მინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი იმ­სხვერ­პლა, რა­საც ბევ­რი არ ეთან­ხმე­ბა. მარ­თა­ლია, პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღად 1351 წელი ით­ვლე­ბა, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბა XV სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე რე­გუ­ლა­რუ­ლად იჩენ­და თავს. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი აფეთ­ქე­ბა იყო 1361-69 წლებ­ში.

ქო­ლე­რა

ქო­ლე­რა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი სენი აღ­მოჩ­ნდა. ის მსოფ­ლი­ო­ში მე-19-მე-20 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მძვინ­ვა­რებ­და. პან­დე­მი­ის და­წყე­ბის თა­რი­ღად 1817 წელი მი­იჩ­ნე­ვა, რის შემ­დე­გაც ქო­ლე­რის პან­დე­მია შვიდ­ჯერ გა­მო­ცხად­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბო­და, ხოლო შემ­დეგ ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქებ­და ხოლ­მე. ქო­ლე­რას ბოლო, მეშ­ვი­დე პან­დე­მია 1961–75 წლებ­ში იყო.



სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ მისი კე­რე­ბი სრუ­ლად გამ­ქრა­ლი არ არის და პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია ამ დრომ­დე იჩენს ხოლ­მე თავს. მა­გა­ლი­თად, 2018 წელს ქო­ლე­რის ეპი­დე­მია გა­მო­ცხად­და ზიმ­ბაბ­ვე­ში, 2018 წლის 11 სექ­ტემ­ბერს მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ეპი­დე­მი­ის დროს და­ა­ვა­დე­ბამ 48 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

1879-83 წლებს უკავ­შირ­დე­ბა ქო­ლე­რის იმუ­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა შეძ­ლეს ქო­ლე­რის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ფი­ლი­პო პი­ცინ­მა და რო­ბერტ კოხ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ქო­ლე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა. თუმ­ცა პან­დე­მი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას ვაქ­ცი­ნის შექ­მნი­დან საკ­მა­ოდ დიდი დრო დას­ჭირ­და. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93