ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიამ გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც COVID-19-ის ახალ სიმპტომებს აღწერს. გამოვლინდა ტერფის, ზოგჯერ ხელის მიდამოს კანის დაზიანებასთან დაკავშირებული სიმპტომები. მედიკოსები საუბრობენ, რომ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ თითების სიწითლე, სიმხურვალე, შესიება და ძლიერი ქავილი. თითების სიწითლე შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 1-4 კვირის შემდეგ.
ამასთან, ამერიკელმა ვირუსოლოგებმა გამოარკვიეს, სად მრავლდება კორონავირუსი ყველაზე მეტად. ეს არის პირის ღრუ (განსაკუთრებით, სანერწყვე ჯირკვლები, ენა და ნუშურები). დასნებოვნების რისკი იზრდება ნერწყვის გადაყლაპვისას ან ვირუსის პირდაპირ ფილტვებში (ხველის ან საუბრისას გამოყოფილი ვირუსის შემცველი წვეთების შესუნთქვისას) მოხვედრისას.
აქედან გამომდინარე, მკვლევარები ხაზს უსვამენ პირბადეს ტარების მნიშვნელობას. "ორალური დასნებოვნებისათვის" დამახასიათებელი სიმპტომების კვლევა გრძელდება. ამჟამად ცნობილია მხოლოდ გემოვნების დაკარგვისა და ხანგრძლივი დროით განვითარებული პირის სიმშრალის შესახებ.
წყარო: მკურნალი
იხილეთ: რა შესძინა კორონავირუსს ახალმა მუტაციამ - გენეტიკოსების კვლევა