
წესი საკმაოდ კონკრეტული და უნივერსალურია, რომლის გათვალისწინება შეგიძლიათ იმ დღესვე და არა ორშაბათიდან, მანამ, სანამ თქვენი ცხოვრების კორექციით ხართ დაკავებული, იმისათვის, რომ უფრო მკვეთრი და მსუბუქი გახადოთ. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ თუკი ერთხელ გაიგო, რომ ექვსის მერე არ

რატომ ნელდება საჭმლის მონელების პროცესი და რა იწვევს შეფერხებას? ამაზე დიეტოლოგებმა, ნუტრიციოლოგებმა და სომნოლოგებმა დიდი ხნის წინ გაგვცეს პასუხები საერთო ექსპერიმენტების შედეგად და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "ხომ არ გაჩნდებოდა ცხიმი ცარიელ ადგილას?" სცადეთ და მოიძიეთ წყარო, რომელმაც მოიგონა, 18:00-ის შემდეგ არ მიირთვათ. ვინ მოიგონა და რაზე დააფუძნა თავისი მოსაზრება, ნამდვილად ვერ იპოვით სანდო ინფორმაციას და იმ ადამიანს, ვინც დაამტკიცა ეს "თეორია" და დიეტოლოგებმა აიტაცეს.

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს თეორია ბალერინებისგან მომდინარეობს, ნაწილი კი სპორტსმენებს მიაწერს ამ მოსაზრებას; მესამე მხარე კი - ვიქტორიანულ ინგლისზე მიუთითებს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში ნამდვილად არ მოიპოვება. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ცნობილები ვისი ცხოვრებითაც არიან დაინტერესებულნი, მათ მითითებებს თავდაჯერებულად ასრულებენ, სჯერათ წესების, თუმცა არ იციან, როგორ მიმდინარეობს პროცესი. მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან დაამტკიცეს, რომ ძილსა და ჭამას შორის კავშირი უწყვეტად მიმდინარეობს ორგანიზმში. არადა, ცხოვრების მესამედ ნაწილს ძილში ვატარებთ.

როგორც გაირკვა, ძილის სტადიების მიხედვით მიმდინარეობს მეტაბოლიზმი საჭმლის გადამუშავების დროს, თუმცა, საერთო ჯამში, იმავე დროზეა საუბარი, რასაც ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში საჭიროებს გადასამუშავებლად. კუჭი ნაწლავებთან ერთად თავის ფუნქციას წარმატებით ართმევს თავს მანამ, სანამ არ ვხედავთ ხანგრძლივ და უეცარ სიზმრებს.

არაფერი სიახლე! ჩვენი წინაპრები უწინ კარგი ძილისთვის ღამით მიირთმევდნენ საკვებს. ამ თეორიაზე სამხრეთევროპული და ლათინოამერიკული ქვეყნების მეცნიერები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. საქმე იმაშია, რომ ხანმოკლე ძილი სადილის შემდეგ ძალების აღდგენის გარანტიაა. ესპანეთში, მაგალითად, ვახშამი მიღებულია ღამის ათ საათზე, ხოლო იტალიაში მაგიდასთან რვა საათზე ადრე სავახშმოდ არ სხდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ არცერთი ამ ჩამოთვლილი ქვეყნის მოსახლეობა არ შედის ჭარბწონიანი მოქალაქეების რიცხვში.

წყარო: elle