სპეციალისტი განმარტავს, ვისთვის არაა სასურველი ხურმის მიღება და მისკენ გახედვაც კი

სპეციალისტი განმარტავს, ვისთვის არაა სასურველი ხურმის მიღება და მისკენ გახედვაც კი
ხურმას დღეგრძელობისთვის აუცილებელ საკვებს უწოდებენ და მისი მიღება ნებისმიერი სახითაა რეკომენდებული, თუმცა...
მრავალი სასარგებლო თვისების მიუხედავად, ეს ხილი ყველას ორგანიზმისთვის არ არის სასურველი.
დღეს მარტივად აგიხსნით, ვინ არ უნდა ჭამოს ხურმა და რას მატებს ის ჩვენს სხეულს. ვისაუბრებთ როგორც მის უარყოფით, ისე დადებით თვისებებზე.


ვის არ შეუძლია მიირთვას ხურმა ნოემბრის თვეში? ერთი შეხედვით, ეს საცოდაობაა, როცა ხურმა ძალიან გიყვარს და მისი სეზონიც აზარტშია შესული.
მაგრამ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ, მაშინ უნდა იფრთხილოთ.
  • ამ ხილის შიგთავსი სპეციალურ
    ნივთიერებას შეიცავს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.
  • ექსპერტები არ ურჩევენ ხურმის მიღებას 10 წლამდე ასაკის ბავშვებს, აგრეთვე მათ, ვინც ყაბზობის პრობლემითაა შეწუხებული.
  • გარდა ამისა, შაქრის ძალიან მაღალი შემცველობის გამო ხურმა უკუჩვენებებს ავლენს დიაბეტით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში.



  1. ასევე, ნუ გამოიყენებთ ხშირად ამ ხილს, თუ გსურთ მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები და არ გასუქდეთ. ხურმაში არსებული ნივთიერებები ანელებს მეტაბოლიზმს, რაც ადამიანს წონის მომატებას უადვილებს.
  2. კუჭის აშლის თავიდან ასაცილებლად, ხურმას არასოდეს შეურიოთ რძე და ცივი წყალი.
  3. გარდა ამისა, ორსულებს ხურმის ნაწილობრივ დათმობა მოუწევთ. სხვა ნათელი ფერის ხილის მსგავსად, მან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

რატომ არის ხურმა სასარგებლო?

თუ თქვენ არ გაქვთ უკუჩვენებები, რა თქმა უნდა, მისი მიღებაც შეგიძლიათ.
პირველი, თქვენ გაამდიდრებთ თქვენს სხეულს ვიტამინებისა და მინერალების მთელი კომპლექსით. მეორეც, ამ ხილის წყალობით, შეგიძლიათ ერთდროულად აიცილოთ თავიდან არაერთი დაავადება.
ხურმა შეიცავს ბეტა-კაროტინს. ის ანელებს კანის დაბერების პროცესსაც. გარდა ამისა, მისი ნაყოფი მოქმედებს, როგორც შარდმდენი და მატონიზებელი საშუალება.
თუ თქვენ გაქვთ მაღალი წნევა და შეშუპება, ყურადღება მიაქციეთ ხურმის ფოთლებს. მათი დაფხვნილი კონსისტენცია შესაძლოა თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, ხურმას იყენებენ სახის ნიღბის სახითაც, რაც ნამდვილად შესანიშნავ შედეგს იძლევა.


წყარო: takprosto
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93