COVID-19 და ორსულები - ვინ იმყოფება განსაკუთრებული რისკის ქვეშ და რა გავლენას ახდენს ვირუსი ბავშვის მომავალ ჯანმრთელობაზე? - Marao

COVID-19 და ორსულები - ვინ იმყოფება განსაკუთრებული რისკის ქვეშ და რა გავლენას ახდენს ვირუსი ბავშვის მომავალ ჯანმრთელობაზე?

2020-11-21 12:23:27+04:00


"ორსულები ადვილად დაინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშ არ იმყოფებიან, თუმცა 35 წლის ზემოთ, ჭარბი წონით და უკვე არსებული ქრონიკული სამედიცინო მგომარეობებით (ჰიპერტენზია, დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები) - COVID-19-ის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ჯგუფს ქმნიან" - განმარტავს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე.

რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს COVID-19 ორსულებში, რაში მდგომარეობს მათთში ამ ინფექციის გართულების რისკი და როგორ უნდა დაიცვან თავი მისგან, ამაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა ვასაძე ვრცლად გვესაუბრება:

- ყველაზე გავრცელებული COVID-19-ის სიმპტომები ორსულ ქალებში ერთ-ერთი ანალიზის მიხედვით (11 000 ინფიცირებული ორსული) იყო: მაღალი ტემპერატურა (40%) და ხველა (39%). ნაკლებად ხშირი სიმპტომები იყო: დისპნოე, მიალგია, გემოს დაკარგვა და დიარეა (10% -ზე მეტ ორსულში).

ორსულები, თუკი მათ უვითარდებათ COVID-19 -ის მძიმე დაავადება, უმეტესად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდებიან. ასევე ხშირად ფილტვების ინვაზიური ვენტილაცია სჭირდებათ... არაორსულებთან შედარებით ორსულებში კოვიდ-19-ის სიმპტომებით უფრო მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი მესამე ტრიმესტრში, უფრო ხშირად ვითარდება COVID-19-ის მძიმე დაავადება.

- რომელი ორსულები იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

- განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ორსულები:

  1. ჭარბი წონით, ან სიმსუქნით;
  2. ორსულობამდე არსებული თანმხლები დაავადებებით (ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ქრონიკული ჰიპერტენზია);
  3. ასაკით 35 წელი და ზემოთ;
  4. სოციალურ-ეკონომიკურად დაბალი ფენის წარმომადგენლები;
  5. სამედიცინო მუშაკები და სხვა საჯარო საქმიანობის სფეროებში მოღვაწე ორსულები. აღსანიშნავია რასობრივი თავისებურებებიც. შეინიშნება, რომ ფერადკანიანები ან ესპანური რასის წარმომადგენელი ორსულები, უფრო ავადობენ მძიმე COVID-19 -ით კავკასიურ რასასთან შედარებით.

- გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლადყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე და რა გართულებებს შეიძლება ველოდეთ?

- ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინფექციის ვერტიკალური გადაცემა არ ხდება, თუმცა ჯერ მაინც კარგად ცნობილი არ არის, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსით ინფიცირებამ ორსულობის დროს ნაყოფზე და მომავალში ბავშვის ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა კვლევის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ ორსულ ქალებს უფრო ხშირად დაუფიქსირდათ ნაადრევი მშობიარობა, უფრო ხშირად დასჭირდათ საკეისრო კვეთა, ხოლო ახალშობილები უმეტესად მოხვდნენ ნეონატოლოგიურ განყოფილებაში.

- ორსულებს ნიღბის ტარება უჭირთ. რა რეკომენაციაა ასეთ დროს?

- ორსულებში ხშირია სუნთქვის გაძნელების ეპიზოდები ფიზიოლგიურადაც. ეს დაკავშირებულია ნაყოფის ზრდასთნ ერთად ანატომიურ ზეწოლასთან ფილტვებზე. ასეთ პაციენტებში მნიშვნელოვანი საკითხია პანდემიის დროს ნიღბის ტარების აუცილებლობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღბის სწორი გამოყენების შემთხვევაში, იგი არ ამცირებს ჟანგბადის დონეს ან არ იწვევს ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის დიდი დოზით ჩასუნთქვას. ნიღბის ტარება შეიძლება იწვევდეს მხოლოდ მცირე დისკომფორტს, აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით თავი არ აარიდოთ ნიღბის ტარებას, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. როგორც ვიცით ნიღბის ტარება 100%-ით ვერ გვიცავს დაინფიცირებისაგან, თუმცა ასეთის დროს, ორგანიზმში ხვდება ვირუსის გაცილებით ნაკლები რაოდენობა და რაც დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება.

- დასაშვებია თუ არა ძუძუთი კვება ინფიცირებული დედის მიერ არაინფიცირებული ჩვილის შემთხვევაში?

- ძუძუთი კვება და ბავშვის მოვლა, ჰიგიენის წესების დაცვით, შესაძლებელია კოვიდინფიცირებული დედის შემთხვევაშიც. საჭიროა კვების წინ ხელების დაბანა, მკერდის ჰიგიენა და ნიღბის გაკეთება ყოველთვის ბავშვთან მიახლოვებისას. განაგრძეთ კითხვა