5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები

5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები
ვის­წავ­ლოთ კო­ვიდ 19-თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა – ეს ფრა­ზა 2020 წლის მთა­ვარ სლო­გა­ნად იქცა და ამ მი­სი­ის ერთ-ერთ ძი­რი­თა­დ ნა­წი­ლა­დ თა­ვი­დან­ვე იყო და რჩე­ბა მო­წო­დე­ბა #დარ­ჩი­სახ­ლში. შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა სახ­ლში. ზოგი მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბითაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ზოგი კი სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი საზ­რუ­ნა­ვი შე­უქ­მნა და ისეთ სა­კი­თხებ­ზეც და­ა­ფიქ­რა, რო­მლებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა აქამ­დე არ უფიქ­რი­ათ. ხან­გრძლი­ვად სახ­ლში ყოფ­ნამ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბიც შე­უქ­მნა, მა­გა­ლი­თად, წო­ნის მა­ტე­ბა, D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა,
ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ახლა სწო­რედ რამ­დე­ნი­მე მათ­განს გან­ვი­ხი­ლავთ.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი


ეს იზო­ლა­ცი­ი­სა და სახ­ლში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნის ერთ–ერთი მთა­ვა­რი შე­დე­გია. მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა, სტრე­სი, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა და შიში, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდს ახ­ლავს, იწ­ვევს სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მას, მათ შო­რის, შფოთვის მო­მა­ტე­ბულ დო­ნეს, უძი­ლო­ბას, ემო­ცი­ურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას, დეპ­რე­სი­ას. ამ დროს მწვავ­დე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მლებიც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე დო­ზით ადა­მი­ა­ნებს აქამ­დეც აწუ­ხებ­დათ, მაგ­რამ მას ვერ გრძნობ­დნენ ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი რე­ჟი­მის გამო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ბო­ლოო სუ­რათს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხავთ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ეცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი კონ­ტაქ­ტი და ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან. არ იღელ­ვოთ, რომ ამას დის­ტან­ცი­უ­რი სახე ექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ისა­უბ­როთ თქვენს გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებ­ზე, მი­ი­ღოთ უკუ­კავ­ში­რი და თავი მარ­ტო არ იგ­რძნოთ.

ზედ­მე­ტი წონა


ზედ­მე­ტი წონა სახ­ლში ყოფ­ნის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გია. ხან­გრძლი­ვად სახ­ლში ყოფ­ნის დროს ადა­მი­ა­ნი უფრო დუნ­დე­ბა, მიდ­რე­კი­ლი ხდე­ბა ძი­ლი­ა­ნო­ბის­კენ, სტრე­სი მა­დის გაძ­ლი­ე­რე­ბას იწ­ვევს, ჩნდე­ბა მეტი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ტკბი­ლე­ულ­ზე, ქვე­ით­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მივ­დი­ვართ წო­ნის მა­ტე­ბას­თან. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ მა­დას არ ავ­ყვეთ და კვე­ბის რე­ჟი­მი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კონ­ტრო­ლოთ. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის კლე­ბას­თან ერ­თად სა­სურ­ვე­ლია შე­ვამ­ცი­როთ დღი­უ­რად მი­სა­ღე­ბი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. მი­ვი­ღოთ მეტი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მო­ვე­რი­დოთ ტკბი­ლე­ულ­სა და ცო­მე­ულს. იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93