დამცავმა პირბადეებმა, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია და ზოგჯერ რთულად საშოვარიც, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში - სახის კანზე სიწითლე, ალერგია, ანთება და შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს, - განგვიცხადა გამოცდილმა კოსმეტოლოგმა და ერთ-ერთი ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელმა იუ სიაოინმა.
- იმის მიუხედავად, რომ პირბადე მცირედი დაცულობის განცდას გვიჩენს, სუნთქვას ართულებს, განსაკუთრებით კი, სწრაფად სიარულისას. ასევე დისკომფორტს იწვევს და სახის კანის მდგომარეობის გაუარესებასაც. იუმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირბადეს - არჩევის დროს და მისი შემადგენლობა კარგად შეისწავლონ.
„პირბადე ხშირად პოლიპროპილენის ბოჭკოებს შეიცავს, რამაც შეიძლება კანის მგრძნობელობის მომატება გამოიწვიოს. ამავე დროს, პირბადე ოფლიანდება, რაც კანისთვისაც საზიანოა. მისი წყალობით ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სიმპტომებიც შეიძლება გამოვლინდეს: ქავილი, წვა, ჩხვლეტა, სიწითლე", - განუცხადა კოსმეტოლოგმა სააგენტოს.
მისივე თქმით, პირბადის დიდხანს ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის მატებაც.
- „თუ კანზე მცირე სიწითლეს შენიშნავთ, მაშინ სახე უნდა დაიბანოთ თბილი სუფთა წყლით, მსუბუქი, არომატული გამწმენდი რძის გამოყენებით, რომელიც კანს არ აღიზიანებს. შემდეგ სახეზე დამატენიანებელი საშუალება დაიტანეთ."
მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თუ კანზე რამე ცვლილება ან დაზიანება შეამჩნიეთ, უნდა შეწყვიტოთ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, მათ შორის, მათეთრებელი და კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებისაც. უნდა გამოიყენოთ ჰიპოალერგიული და დამატენიანებელი კრემები მგრძნობიარე კანისთვის.
„თუ კანის დაზიანება სერიოზულია, გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ წამლებით მკურნალობა.“
კოსმეტოლოგის რჩევით, უარი უნდა თქვათ „მძიმე“ მაკიაჟზეც. გარედან სახლში დაბრუნების შემდეგ კი სახე დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოთ. უმჯობესია დაიბანოთ თბილი წყლით, მაგრამ საპნის გამოყენების გარეშე. სასურველია გამოიყენოთ სპეციალური მსუბუქი სახის გამწმენდები. ფრთხილად უნდა იყოთ პილინგთან მიმართებაშიც. უმჯობესია გამოიყენოთ რბილი სკრაბი, მაგრამ რეგულარულად. მნიშვნელოვანია თქვენი სახის რეგულარულად დატენიანება სხვადასხვა სახის ნიღბით, რაც ძალიან დაგეხმარებათ.
წყარო: Ria.ru